სანდრო როსელი: "ბარსელონა" კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაშია

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება.

"ამ დროისთვის "ბარსელონა", როგორც სათამაშო ფორმის, ისე ფინანსური მდგომარეობის მხრივ, კარგ მდგომარეობაში იმყოფება.

დასახულ ეკონომიკურ კურსს მივყვებით, რომელიც დაგვეხმარება.

გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ეს ფაქტორი ძალიან მახარებს", - დასძინა როსელმა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ბარსელონა" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და ჩემპიონატის ხუთ სასტარტო მატჩში ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული