საქართველოს ნაკრებთან მატჩში დაშავებული ანდრეს ინიესტა თითქმის გამოჯანმრთელდა. ჯერ კიდევ საეჭვოა, ითამაშებს თუ არა ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მორიგ ტურში, "სევილიას" წინააღმდეგ. მას უფრო ჩემპიონთა ლიგის მატჩში უნდა ველოდოთ, ლისაბონის "ბენფიკას" წინააღმდეგ. კლასიკოსთვის კი ანდრესი უკვე ფორმაში უნდა იყოს.
ოქროს ბურთიც ინიესტას?ესპანური სპორტული პრესა თითქოს შეიკრაო, ირწმუნება, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს ანდრეს ინიესტა მოიგებს. ესპანელები დაინტერესდნენ სხვადასხვა ქვეყნის მედიაში გამოქვეყნებული ინტერვიუებით, სადაც ამა თუ იმ ნაკრების თავკაცები თავიანთ სიმპათიებს ღიად გამოხატავდნენ.
მათ ეს ცნობები შეაჯამეს და მიიღეს დასკვნა
- გაიმარჯვებს ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი. შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელს 209 ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი და კაპიტანი ირჩევს, რომელთაც 49 ჟურნალისტი ემატება.
არადა, აქამდე "ოქროს ბურთის" მოგების მთავარ კანდიდატებად ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ითვლებოდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"