"ბარსელონაში" ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად ბრძოლა ნამდვილად უფრო მიჭირს, ვიდრე ესპანეთის ნაკრებში, რადგან კლუბში ჩემს პოზიციაზე მესი თამაშობს, ნაკრებში კი ლეო არ არის".
ფაბრეგასმა ასევე თავის ყოფილ თავკაც პეპე გვარდიოლასთან და არსენ ვენგერთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
"პეპი ბავშვობიდან ჩემი კუმირი იყო. სწორედ მის გამო ავირჩიე ოთხნომრიანი მაისური. როდესაც 11 წლის ასაკში "ბარსელონაში" აღმოვჩნდი, ის ძირითადი გუნდის კაპიტანი იყო და ძალიან ამაყი ვარ, რომ ის ჩემი მწვრთნელი იყო.
ვარჯიშების, ფიზიკური
ვენგერი ჩემთვის სპორტში აღმზრდელი და მასწავლებელი იყო, მან ყველაფერი მომცა. როდესაც ესპანეთში დავბრუნდი, რამაც გამაკვირვა, ის იყო, რომ პრიმერადივიზიონი უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე პრემიერლიგა.
ინგლისში ტიტულის მოპოვება უფრო იოლია, რადგან 5-6 თამაშის წაგების შემდეგაც კი გრჩებათ ამის შანსი, ცხრილის ზედა ნაწილში მაღალი კონკურენციის გამო", - თქვა ფაბრეგასმა.