ხორდი ალბა: "ბარსელონაში" ადაპტაციის პრობლემა არ მქონია

AutoSharing Option
"ბარსელონას" 23 წლის ახალწვეულმა აღიარა, რომ ტიტო ვილანოვას მხრიდან გამოცხადებულმა ნდობამ, ახალი თანაგუნდელების შესანიშნავმა დახვედრამ, ასევე, "ბლაუგრანას" ახალგაზრდულ გუნდში თამაშის გამოცდილებამ მას ახალ გუნდთან სწრაფი ადაპტირების საშუალება მისცა.

"ძალიან მიხარია, რომ "ბარსელონაში" გადავედი. გამიმართლა, რომ თავის დროზე ამ კლუბის დუბლებში ვთამაშობდი. ამიტომ გუნდთან შეგუება არ გამჭირვებია.

ჩემი სწრაფი ადაპტაციის ერთ-ერთი წინაპირობა გასახდელში არსებული შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ზოგიერთ მოთამაშეს ახალგაზრდული გუნდიდან ვიცნობდი, ზოგიერთი მხოლოდ გადასვლის შემდეგ გავიცანი, მაგრამ ყველა მათგანმა ძალიან კარგად მიმიღო.

ტიტო ვილანოვას ნახევარი სიტყვიდან მესმის. ეს, უბრალოდ, შესანიშნავია,
როდესაც მწვრთნელი გენდობა. ის ძალიან შრომისმოყვარეა და იცის, რა უნდა გააკეთოს", - განაცხადა ხორდი ალბამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული