სანდრო როსელი: სერხიო რამოსს მადრიდის "რეალში" მდგომარეობა არ აწყობს?

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა არ გამორიცხა, რომ მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსი შესაძლოა კატალონიურ კლუბში გადავიდეს.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას როსელმა, თუმცა ხუმრობით, მაგრამ არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ "რეალის" თავკაცთან კონფლიქტის მქონე რამოსი ოდესღაც შესაძლოა "ბარსელონაში" აღმოჩნდეს.

"სერხიო რამოსს მადრიდში არსებული მდგომარეობა არ აწყობს? არასდროს თქვა არასდროს, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ".

"ბარსელონას" პრეზიდენტმა "სანტოსის" ფორვარდ ნეიმარის მიმართ კატალონიელთა ინტერესიც ახსენა.

ნეიმარი ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელთაც მოედანზე რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება შეუძლიათ და გულშემატკივართა განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მაგრამ ის 2014 წლამდე "სანტოსის"
მოთამაშეა", - დიპლომატიურად აღნიშნა "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა.

როსელი მიიჩნევს, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი შესაძლოა ერგოს როგორც ლიონელ მესის, ასევე ანდრეს ინიესტას:

"ჩვენთვის სულერთია, ვინ მიიღებს პრიზს, რადგან ამ ჯილდოს ორივე იმსახურებს. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთი სპორტის გუნდური სახეობაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული