ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას როსელმა, თუმცა ხუმრობით, მაგრამ არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ "რეალის" თავკაცთან კონფლიქტის მქონე რამოსი ოდესღაც შესაძლოა "ბარსელონაში" აღმოჩნდეს.
"სერხიო რამოსს მადრიდში არსებული მდგომარეობა არ აწყობს? არასდროს თქვა არასდროს, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ".
"ბარსელონას" პრეზიდენტმა "სანტოსის" ფორვარდ ნეიმარის მიმართ კატალონიელთა ინტერესიც ახსენა.
ნეიმარი ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელთაც მოედანზე რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება შეუძლიათ და გულშემატკივართა განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მაგრამ ის 2014 წლამდე "სანტოსის"
როსელი მიიჩნევს, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი შესაძლოა ერგოს როგორც ლიონელ მესის, ასევე ანდრეს ინიესტას:
"ჩვენთვის სულერთია, ვინ მიიღებს პრიზს, რადგან ამ ჯილდოს ორივე იმსახურებს. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთი სპორტის გუნდური სახეობაა".