”ბარსელონა” კომპანია Sport Enterprises-ს 449 000 ევროს გადაუხდის

AutoSharing Option
”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ კომპანია Sport Enterprises-ს კომპენსაციის სახით 449 000 ევრო უნდა გადაუხადოს.

ამ კომპანიას თავდამსხმელ ლიონელ მესისთან პირველი ოფიციალური კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.

ამ კომპანიის ხელმძღვანელი რუდოლფო კინოტო არგენტინის ნაკრების ფეხბურთელის ყოფილი აგენტია. კინოტო და მოთამაშის მამა ხორხე მესი ფირმა Track Imagen-ის დამფუძნებლები არიან.

სწორედ ამ ფირმის შუამავლობით გააფორმა მესიმ 2005 წელს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი ”ბარსელონასთან”. 2006 წელს Track Imagen-ს სახელი გადაერქვა და Sport Enterprises-ი გახდა. 2007 წელს მესიმ ”ბლაუგრანასთან" კონტრაქტი გააგრძელა, მისმა მამამ კი კინოტოსთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

ამ უკანასკნელმა საკომპენსაციო
თანხის, 449 ათასი ევროს მისაღებად სასამართლოს მიმართა და საქმე მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული