"ბარსელონამ" "სევილიასთან" დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა

AutoSharing Option
სევილიაში "რამონ სანჩეს პისხუანის" სტადიონზე ესპანეთის ჩემპიონატის 6-ე ტურის მატჩი გაიმართა კატალონიის "ბარსელონასა" და ანდალუსიის "სევილიას" შორის.

შეხვედრა სტუმართა გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩს "ბარსელონა" 0:2 აგებდა, "სევილიას" მხრიდან გოლები პეტრ ტროხოვსკიმ და ალვარო ნეგრედომ გაიტანეს.

მაგრამ მეორე ტაიმში სესკ ფაბრეგასის დუბლმა დავიდ ვილიას გოლმა "ბლაუგრანას" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

ესპანეთის ჩემპიონატი. 6-ე ტური.
"სევილია"-"ბარსელონა" 2:3

"სევილია": პალოპი, სისინიო, ბოტია, სპაჰიჩი, ნავარო, მედელი, მაურო, ნავასი, რაკიტიჩი(კონდოგბია, 75), ტროხოვსკი (დელ მორალი, 38), ნეგრედო (ლუნა, 81)

"ბარსელონა": ვალდესი, დანი ალვეში, (ვილია,
81), სონგი, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი (ტიაგო, 75), ჩავი, ფაბრეგასი, ალექსის სანჩესი (ტელიო, 71), მესი, პედრო.

გოლი: ტროხოვსკი, 26 (1:0), ნეგრედო, 48 (2:0); ფაბრეგასი, 53 (2:1); ფაბრეგასი 89 (2:2); ვილია 90+3 (2:3).
გაფრთხილება: რაკიტიჩუ, 28; ბოტია, 90+5 – ბუსკეტსი, 70; როდრიგესი, 74.
გაძევება: მედელი, 72

ასევე იხილეთ
ტიტო ვილანოვა: ”ბარსელონამ” დამსახურებულად გაიმარჯვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული