სესკ ფაბრეგასი: "სევილიასთან" მატჩში მტკიცე ხასიათის გამოვლენა მოგვიხდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა სესკ ფაბრეგასმა "სევილიასთან" (3:2) ესპანეთის ჩემპიონატის 6-ე ტურის მატჩის შესახებ ისსაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასმა ”სევილიასთან” შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

"მატჩში ვდომინირებდით. ხანდახან ეს იოლი არ არის და ხასიათის სიმტკიცის გამოვლენაა საჭირო. ასეც გავაკეთეთ.

კრიტიკას განსაკუთღებულ ყურადღებას არასდროს ვაქცევდი. მესმის, რომ ზოგიერთს რაიმეზე საუბარი, კამათი და წერა სჭირდება - ეს ნორმალურია.

არ ვღელავ, რადგან ჩემი კარიერის რთული პერიოდი უკვე გადავიტანე და გოლების გატანის ახლიდან დაწყება ყოველთვის გამომდიოდა. რა თქმა უნდა, ეს გაცილებით იოლია, როდესაც ჩავის და მესის გვერდზე თამაშობ.

მედელთან
კონტრაქტი იყო - მან სახეში გამარტყა. წესების დარღვევის განსაზღვრისთვის მთავარია მოთამაშის განზრახვას მიხვდე. ამ ეპიზოდის განხილვის აზრზს ვერ ვხედავ. ერთმნიშვნელოვნად წითელ ბარათს იმსახურებდა", - განაცხადა ფაბრეგასმა.

ასევე იხილეთ
დავიდ ვილია: სევილიაში გამარჯვება რთულია, მატჩის შემობრუნება კიდევ უფრო
"ბარსელონამ" "სევილიასთან" დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა
ტიტო ვილანოვა: ”ბარსელონამ” დამსახურებულად გაიმარჯვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული