გრანადაში გამართული შეხვედრა ანგარიშით 2:1 დასრულდა. გამარჯვებულთაგან გოლები გილერმე სიკეირამ და გაბრიელ ტორჟემ გაიტანეს, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. სტუმართა შემადგენლობაში კი თავი იაგო ასპასმა გამოიჩინა.
"გრანადასთვის" ეს ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვებაა.