"ასულგრანას" 44 წლის თავკაცმა კლუბის ისტორიაში ჩაწერა მოახერხა - ჩემპიონატის სტარტზე 6 თამაშის მოგება რეკორდის გამეორებაა: 1929/30 წლებში ეს ჯეიმს ბელამიმ შეძლო, 1990/91-ში - იოჰან კრუიფმა, 1997/98-ში - ლუის ვან გაალმა, ხოლო 2009/10-ში - ხოსეპ გვარდიოლამ.
აი, შემდეგი გამარჯვება უკვე სარეკორდო იქნება, მაგრამ შემდეგი მატჩი "რეალთანაა" - 7 ოქტომბერს კლასიკო გველის, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართება.
ტურის მასპინძელთა აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა, ხოლო კრიშტიანო რონალდომ სეზონში პირველი ჰეთ თრიკი
ღამურების ორი გასროლა
"ღამურებმა" ბოლო სამი ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულეს. ახლა კი ამის გამეორება გაუჭირდებათ, რადგან პირველ ხუთ ტურში სულ 5 ქულა მოაგროვეს.
29 სექტემბერს მათ ჩემპიონატში მხოლოდ მეორე გამარჯვება იზეიმეს, "სარაგოსა" სოფიან ფეგულისა და ხონათან ვიერას გოლებით დაამარცხეს - 2:0.
მეორე გოლიდან მალევე მსაჯმა ფეგული გააძევა, "ლოს ჩეს" კი თამაშის ნერვიული დასასრულის გამოცდა მოუწია, თუმცა მაურისიო პელეგრინოს გუნდმა გაძლო.
"სარაგოსას" ურიგოდ არ უთამაშია და მართალი იყო არაგონელთა თავკაცი მანოლო ხიმენესი, როცა თამაშის შემდეგ აცხადებდა, ჩემს გუნდს უკვე ყველასთან თანაბრად შეუძლია თამაშიო.
მალაგა გაიზარდა
მიუხედავად ყველა იმ რყევისა, რაც "მალაგას" ბოლო თვეებში გადახდა, ფაქტია, გუნდი უკეთ თამაშობს, ვიდრე გასულ წელს.
"ჩვენ გავიზარდეთ", - თქვა თამაშის შემდეგ მანუელ პელეგრინიმ და მართალიცაა.
თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბეტისი" წელში მეკარის გაძევებამ (კასტოს წითელი ბარათი უკვე მე-10 წუთზე უჩვენეს) და მსაჯის, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურმა გადაწყვეტილებებმა გაწყვიტა.
მეკარემ საჯარიმოში პორტუგალიელი ელიზეუ წააქცია, ხოაკინ სანჩესმა კი ანგარიში პენალტით (უკვე ადრიანის კარში) გახსნა.
პირველ ტაიმშივე ხავიერ სავიოლამ გაიტანა. მეორეში კი ჯერ მონრეალის ჩაწოდებული ამაიამ საკუთარ კარში ჩაჭრა, შემდეგ კი ისკომ გაიტანა. ისკო ყოველთვიურად უმატებს, მისი თამაშის ყურება უკვე დიდი სიამოვნებაა.
ასე ნანატრი გამარჯვება
ორნახევარი წელიწადია, ბასკური დერბი "რეალ სოსიედადს" არ მოეგო და აი, შაბათს ანტუან გრიზმანისა და კარლოს ველას გოლების წყალობით სანსებასტიანელებმა 2:0 დაამარცხეს ბოლოსკენ 10 კაცით მოთამაშე ბილბაოელები.
ერთადერთი სტუმარი, რომელიც მასპინძლების შესაფერისად თამაშობდა, მეკარე გორკა ირაისოსი იყო. რომ არა ის, ჩაბი პრიეტო მესამე გოლსაც გაიტანდა.
მასპინძლებში კარგი იყო ზურუტუზა, ხოლო ფრანგ ყმაწვილ ანტუან გრიზმანს, უბრალოდ, ვეღარ აჩერებენ.
წლეულს "რეალ სოსიედადი" 100%-იან მშობლიურ "ანოეტაზეა".
თრილერი სანჩეს პისხუანზე
როგორც იქნა, სესკ ფაბრეგასი ისე ათამაშდა, როგორც სჩვევია - რომ არა ის, "ბარსელონა" აუცილებლად დაკარგავდა ქულებს "სანჩეს პისხუანზე" და, ალბათ, სამივეს.
2 გოლი და მეტოქე გუნდის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელის, გარი მედელის გაძევება "არსენალის" ყოფილი კაპიტნის დამსახურებაა.
ანგარიში მასპინძლებმა მას შემდეგ გახსნეს, რაც მედელის დარტყმას, რომელიც კარს სცდებოდა, მასკერანო გადაეფარა და ბურთი პიოტრ ტროხოვსკის ნადავლი გახდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბუსკეტსმა ბურთი დაკარგა. ამით მედელმა ისარგებლა და საგოლე პასი ალვარო ნეგრედოს მიაწოდა - 2:0.
"ბარსამ" მალე გაიტანა ერთი საპასუხო - ფაბრეგასმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა. ამის შემდეგ კი მასსა და სამხრეთამერიკელ მედელს შორის ინციდენტში მსაჯმა მთლიანად მასპინძელი დაადანაშაულა და მოედანი დაატოვებინა.
მიჩელმა ცვლილებებს მიმართა და "სევილია" კარის დაცვაზე გადაერთო, მაგრამ ბოლოსწინა წუთზე გატყდა. თავი ისევ ფაბრეგასმა გამოიჩინა. ამ ეპიზოდში ტიაგო ალკანტარას როლს (მას ბურთი თითქოს ხელზე შეეხო) აპროტესტებდა მიჩელი, რისთვისაც ის მსაჯმა გააძევა. ასე რომ, მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე დავიდ ვილიას გოლი მან ტრიბუნიდან ნახა - 2:3.
რაც შეეხება ლეო მესის, მას ვეტერანმა ანდრეს პალოპმა პირწმინდად მოუგო დუელი, თუმცა ფაბრეგასის მეორე გოლი მისი ჩინებული პასის დამსახურებაცაა.
თამაშის შემდეგ ტიტო ვილანოვამ განაცხადა, რომ ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. "ბარსას" ძვირი დაუჯდა გამარჯვება - მუხლის მყესები დაიზიანა ტიაგო ალკანტარამ.
სამი გმირი გრანადელი
30 სექტემბერს სათამაშო დღე ანდალუსიურ-გალისიური დაპირისპირებით დაიწყო - "გრანადამ" 2:1 დაამარცხა "სელტა".
უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძელთა გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი სამ კაცს მიუძღვის: მეკარე ტონიოს, რომელმაც წინა ტურში "კამპ ნოუზე" სასწაულები აკეთა; ბრაზილიელ მცველ სიკეირას, რომელმაც პენალტი გაიტანა და შემდეგ საგოლე პასი გააკეთა და რუმინელ ტორჟეს, რომელმაც პენალტი მოინადირა, შემდეგ კი სიკეირას პასით იხეირა.
მადრიდელთა სამაგალითო დასჯა
"ვალიადოლიდს" აქამდე 5 მატჩში 4 გოლი ჰქონდა გატანილი, VI ტურში კი "რაიო ვალეკანოს" ერთბაშად 6 გაუტანა და ამ სეზონის ყველაზე დიდსხვაობიანი განადგურებაც დააფიქსირა - 6:1.
ოსკარ გონსალესმა და ანგოლელმა მანუჩომ დუბლი შეასრულეს, თითო გოლი კი ჩორი დომინგესისა და რუკავინას ანგარიშზეა.
არადა, ამ მოგებამდე "ვალიადოლიდმა" ზედიზედ 3-ჯერ წააგო.
ნაკლები დღე არ დააყარა "ოსასუნამ" "ლევანტეს" (4:0). ნავარელთათვის ეს პირველი გამარჯვება იყო ჩემპიონატში.
კაკას დაბრუნება
"სანტიაგო ბერნაბეუს" "დეპორტივო" სტუმრობდა და რიკის ბრწყინვალე გოლით დაწინაურდა კიდევაც. ეპიზოდურად ძველი "დეპორი" გაგვახსენდა, მაგრამ "სამეფო კლუბის" პასუხი იყო სასტიკი - ხუთი უპასუხო გოლი გალისიელთა კარში, აქედან სამი კრიშტიანო რონალდოს შესრულებით.
ამ სეზონში პირველად ითამაშა ოფიციალურ მატჩში კაკამ. ის შესვენების შემდეგ გამოჩნდა მოედანზე.
ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტური
ვალენსია-სარაგოსა 2:0
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟ. პერეირა (48. ბარაგანი), რამი, რუისი, სისოკო - გაგო, ტ. კოსტა - ფეგული, ჟონასი, ვიერა (71. გუარდადო) - სოლდადო (84. ვალდესი).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ, ალვარო, პარედესი, აბრაამი - ხოსე მარი (70. მოვილია), რომარიკი (60. არანდა) - ვ. როდრიგესი, აპონიო, მონტანიესი (70. ე. ორიოლი) - პოშტიგა.
გოლები: 1:0 ფეგული (12), 2:0 ვიერა (59)
გაფრთხილება: ფეგული, კოსტა, სოლდადო - ხოსე მარი, სეპუნარუ
გაძევება: ფეგული (61)
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 20-11; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 13-17 (4-7); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 27 000
მალაგა-ბეტისი 4:0
მალაგა (4-1-4-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ნაჩო კამაჩო - ხოაკინი (77. სება ფერნანდესი), პორტილიო, ისკო, ელიზეუ (70. რესიო) - სავიოლა (68. სანტა კრუსი).
ბეტისი (4-3-3): კასტო - ნელსონი, ამაია, მარიო, ნაჩო - ბენიატი, კანიასი, რ. პერესი (32. ნონო) - აგრა (11. ადრიანი), მოლინა, ხუან კარლოსი (52. რ. კასტრო).
გოლები: 1:0 ხოაკინი (13-პენ), 2:0 სავიოლა (28), 3:0 ამაია (72 ს.კ.), 4:0 ისკო (74)
გაფრთხილება: გამესი, რესიო
გაძევება: კასტო (10)
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 13-7; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 21-4 (11-2); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 27 000
სოსიედადი-ბილბაო 2:0
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - ესტრადა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, ილარამენდი (81. კადამურო) - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა (84. კასტრო), გრიზმანი - აგირეჩე (68. ველა).
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, ამორებიეტა, კასტილიო (65. ფ. ლორენტე) - იტურასპე (53. სან ხოსე), დე მარკოსი - სუსაეტა, მუნიაინი, ი. ლოპესი (60. ი. გომესი) - ადურისი.
გოლები: 1:0 გრიზმანი (62), 2:0 ველა (72)
გაფრთხილება: ილარამენდი - იტურასპე, გურპეგი, ამორებიეტა, სუსაეტა
გაძევება: ამორებიეტა (71)
კუთხური: 12-5; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 19-7 (10-1); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 28 000
სევილია-ბარსელონა 2:3
სევილია (4-2-3-1): პალოპი - სისინიო, ბოტია, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მადურო, მედელი - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი (75. კონდობია), ტროხოვსკი (37. დელ მორალი) - ნეგრედო (80. ლუნა).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში (78. ვილია), სონგი, მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი (75. ტ. ალკანტარა), ფაბრეგასი - სანჩესი (70. ტელიო), მესი, პედრო.
გოლები: 1:0 ტროხოვსკი (26), 2:0 ნეგრედო (48), 2:1 ფაბრეგასი (53), 2:2 ფაბრეგასი (89), 2:3 ვილია (93)
გაფრთხილება: რაკიტიჩი, ბოტია - ბუსკეტსი, პედრო
გაძევება: მედელი (72), მიჩელი (90. "სევილიას" მწვრთნელი)
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 15-3; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 8-15 (3-7); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 43 000
გრანადა-სელტა 2:1
გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ნიომი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - მ. რიკო, ირინეი - ტორჟე (60. ხუანმა ორტისი), ბრაიმი, ორელიანა (66. ანგულო) - ელ-არაბი (89. დიაკატე).
სელტა (4-2-3-1): ვარასი - მალიო, კაბრალი, ტუნიესი, ბელვისი () - ოუბინია, ინსა (60. ა. ლოპესი) - ა. ფერნანდესი (60. ტონი), პარკი, კრონ-დელი - ასპასი.
გოლები: 1:0 სიკეირა (11-პენ), 2:0 ტორჟე (17), 2:1 ასპასი (20)
გაფრთხილება: ტორჟე, ლოპესი, ირინეი - ფერნანდესი, ინსა, ტუნიესი
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 7-19 (4-9); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 13 000
ვალიადოლიდი-ვალეკანო 6:1
ვალიადოლიდი (4-2-3-1): ხაიმე - რუკავინა, სერენო (77. პენია), რუედა, ბალენსიაგა - რუბიო (81. ბარახა), ვ. პერესი - ომარი (62. ებერტი), ოსკარი, ბუენო - მანუჩო.
რაიო ვალეკანო (3-5-2): რუბენი - ტიტო, ლაბაკა, ამატი - ლ. ბანგურა, ფუეგო, ადრიანი, ტრაშორასი, ხოსე კარლოსი (66. პიტი) - დელიბაშიჩი (60. ლეო კარილიო), ა. დომინგესი (74. ბილე ნილსენი).
გოლები: 0:1 ა. დომინგესი (5), 1:1 ბუენო (10), 2:1 მანუჩო (13), 3:1 ოსკარი (21), 4:1 რუკავინა (37), 5:1 ოსკარი (55), 6:1 მანუჩო (85)
გაფრთხილება: რუბიო - ადრიანი, ხოსე კარლოსი, ლაბაკა
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 14-14 (10-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 18 000
ოსასუნა-ლევანტე 4:0
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ოიერი, არიბასი, ლოლო, ნანო - ანანი (79. ლო), ტიმორი - სეხუდო (77. ლამა), ნინო, არმენტეროსი - ხ. ლორენტე (86. კიკე სოლა).
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - იბორა, დიოპი (58. გეკასი) - ელ ჟარი (66. რიოსი), მიჩელი (72. რ. გარსია), ბარკერო - მარტინსი.
გოლები: 1:0 არმენტეროსი (55), 2:0 ლამა (82), 3:0 ტიმორო (89-პენ), 4:0 ნინო (93)
გაფრთხილება: ოიერი, ნანო - დიოპი, ელ ჟარი, ნავარო
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 13-23; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 16-8 (8-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 19 000
რეალი-დეპორტივო 5:1
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, ვარანი, პეპე, მარსელო - ხედირა, მოდრიჩი (57. ჩაბი ალონსო) - დი მარია, იოზილი (46. კაკა), რონალდო - იგუაინი (64. ბენზემა).
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო (46. ლაურე), მარჩენა, ზე კაშტრო, ევალდო - ბერგანტინიოსი, აგილარი - გამა, ხ. დომინგესი (69. კამუნიასი), პიცი - რიკი (55. ოლივეირა).
გოლები: 0:1 რიკი (15), 1:1 რონალდო (22-პენ), 2:1 დი მარია (38), 3:1 რონალდო (43), 4:1 პეპე (65), 5:1 რონალდო (82-პენ)
გაფრთხილება: იოზილი, მოდრიჩი - პაბლო, ლაურე, ევალდო
კუთხური: 12-2; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 23-5 (13-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 71 000
ესპანიოლი-ატლეტიკო 0:1
ესპანიოლი (4-4-2): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, მორენო, ვ. ალვარესი - ვ. სანჩესი, ფორლინი (66. ტეხერა), ვერდიუ, კ. გომესი (34. რუი ფონტე) - სიმაო (46. სტუანი), ლონგო.
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი, ტიაგო - არდა თურანი (60. კ. როდრიგესი), რ. გარსია, კოკე (54. გაბი) - დ. კოშტა (82. ადრიან ლოპესი).
გოლი: 0:1 რ. გარსია (30)
გაფრთხილება: მორენო, ფორლინი, სტუანი - თურანი, კოშტა, გარსია
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 6-12 (2-6); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 30 000
1 ოქტომბერი 23:30
ხეტაფე-მალიორკა
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 6 6 0 0 17-5 18
2. ატლეტიკო 6 5 1 0 16-7 16
3. მალაგა 6 4 2 0 10-2 14
4. მალიორკა 5 3 2 0 7-3 11
5. სევილია 6 3 2 1 8-5 11
6. რეალი 6 3 1 2 12-5 10
7. ვალიადოლიდი 6 3 0 3 10-6 9
8. სოსიედადი 6 3 0 3 8-9 9
9. ბეტისი 6 3 0 3 10-13 9
10. ვალენსია 6 2 2 2 8-8 8
11. ვალეკანო 6 2 1 3 7-13 7
12. ლევანტე 6 2 1 3 7-13 7
13. სელტა 6 2 0 4 7-8 6
14. სარაგოსა 6 2 0 4 5-8 6
15. დეპორტივო 6 1 3 2 8-12 6
16. გრანადა 6 1 2 3 4-9 5
17. ბილბაო 6 1 2 3 8-14 5
18. ოსასუნა 6 1 1 4 7-10 4
19. ხეტაფე 5 1 1 3 6-10 4
20. ესპანიოლი 6 0 1 5 7-12 1
ბომბარდირები:
7 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 6 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 4 - ტომერ ჰემედი (მალიორკა), ალვარო ნეგრედო (სევილია).
მომდევნო ტური
5 ოქტომბერი:
სელტა-სევილია.
6 ოქტომბერი:
რაიო ვალეკანო-დეპორტივო, სარაგოსა-ხეტაფე, ვალიადოლიდი-ესპანიოლი, ბეტისი-რეალ სოსიედადი.
7 ოქტომბერი:
ლევანტე-ვალენსია, მალიორკა-გრანადა, ბილბაო-ოსასუნა, ბარსელონა-რეალი, ატლეტიკო-მალაგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტიტო ვილანოვა: ”ბარსელონამ” დამსახურებულად გაიმარჯვა
დავიდ ვილია: სევილიაში გამარჯვება რთულია, მატჩის შემობრუნება კიდევ უფრო
სესკ ფაბრეგასი: "სევილიასთან" მატჩში მტკიცე ხასიათის გამოვლენა მოგვიხდა
"გრანადამ" მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
კრიშტიანო რონალდო: მადრიდის "რეალმა" "ბარსელონა" გასვლაზე უკვე დაამარცხა