პერესმა ეს სიტყვები კლუბის წევრების გენერალურ ასამბლეაზე თქვა, რომელიც 30 სექტემბერს გაიმართა.
"ძალიან გვეამაყება, რომ მოურინიოს ჩვენთან კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული. ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მოურინიო საკუთარ ენერგიას, ცოდნას და მადრიდულ სულს გადმოგვცემს.
გვსურს, სრულყოფისკენ სვლა გავაგრძელოთ და ამისთვის ჩვენს განკარგულებაში საუკეთესო სპეციალისტია. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩემპიონთა ლიგა მეათედ მოიგოს", - განაცხადა პერესმა.
შეგახსენებთ, რომ ადრე პერესი მოურინიოზე ცოტა სხვანაირად საუბრობდა. მან თქვა, რომ