დედაქალაქურმა გუნდმა სამი ქულა ამ შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლით მოიპოვა.
"ატლეტიკო ყველა მატჩსა და ტურნირში კონკურენტუნარიანი უნდა იყოს. კმაყოფილები ვართ, რომ იმ გუნდს მოვუგეთ, რომელსაც გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. შეტევაში მათი ძალისხმევა გავაუვნებელყვეთ.
მართალია, მეორე ტაიმში მასპინძლებმა სხვაგვარად ითამაშეს, რადგან მოედანზე შეტევაზე ორიენტირებული მეტი მოთამაშე მოქმედებდა. ჩვენთვის უმთავრესი ის არის, რომ "ატლეტიკო" გუნდურ თამაშს აჩვენებს", - განაცხადა სიმეონემ.