"უმჯობესია, "ბარსელონასთან" ერთად რაიმე მოვიგო, ვიდრე კიდევ ერთი პირადი რეკორდი დავამყარო ან პრიზი მივიღო.
ჯობს, კარგი ადამიანი ვიყო, ვიდრე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე. როდესაც პროფესიონალურ კარიერას დავასრულებ, მინდა, რომ ხალხს სწორედ ასეთად დავამახსოვრდე.
რა თქმა უნდა, ინდივიდუალური ჯილდოების მოგება სასიამოვნოა. ეს თავისებური აღიარებაა, თუმცა ჩემი თანაგუნდელების გარეშე ისინი არ იარსებებდა. ძალიან გამიმართლა, რომ "ბარსელონაში" ამ დიდებულ მოთამაშეებთან ერთად ვთამაშობ.
ჟოზე მოურინიო? პორტუგალიელ მწვრთნელზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან მას არ ვიცნობ
თუმცა მასზე მისივე მიღწევები მეტყველებენ; ის ფეხბურთელები კი, რომელთაც წვრთნიდა, მას ყოველთვის კარგად იხსენიებენ", - განაცხადა მესიმ.