ამ ორის ერთად ყოფნა უკვე შეუძლებელი მოჩანს. "მეფე-ლომი", როგორც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს "ბილბაოს" გულშემატკივრები ეძახიან, ზაფხულში თითქოს "იუვენტუსში" გადადიოდა, მაგრამ ხავი მარტინესის "ბაიერნში" გაყიდვის (40 მილიონ ევროდ) შემდეგ ლორენტეს ტრანსფერი შეაფერხეს. ამიტომაც ის კარგა ხანს გუნდთან ერთად არც იყო.
მარსელო ბიელსა, ძირითადად, შეცვლაზე ათამაშებს ტანმაღალ ფორვარდს. ასე იყო წაგებულ ბასკურ დერბიშიც.
არგენტინელი სპეციალისტი 26 წლის ფორვარდის თამაშით უკმაყოფილო დარჩენილა, რის გამოც მათ შორის ვარჯიშზე კამათი მოხდა. საბოლოოდ,
სავარაუდოდ, ლორენტე იანვარში დატოვებს ბასკურ კლუბს და იტალიაში გადავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"