ლუიშ ფიგუ: რაული აიძულეს, მადრიდის "რეალიდან" წასულიყო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ლუიშ ფიგუმ "სამეფო კლუბის" ყოფილ თავდამსხმელ რაულზე ისაუბრა.

ფიგუ მიიჩნევს, რომ "რეალი" თავის დროზე რაულს ძალიან ცუდად მოექცა.

"რაული, უბრალოდ, აიძულეს, "რეალიდან" წასულიყო. მას პროფესიონალური კარიერის დასრულება სწორედ "რეალში" სურდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. იმედია, ის ყატარში თავს კარგად გრძნობს", - განაცხადა ფიგუმ.

ფიგუმ იმავდროულად აღნიშნა, რომ მისი "რეალში" შესაძლო მუშაობის შესახებ ხმები უსაფუძვლოა: "ხმები, რომ მე შესაძლოა "რეალის" სპორტული დირექტორი გავხდე, უსაფუძვლოა",- განაცხადა ფიგუმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული