ეს კითხვა მოურინიოს პსჟ-თან დაკავშირებით დაუსვეს. ცნობილია, რომ პარიზული კლუბი ფინანსურ სირთულეებს არ განიცდის.
"მეხუთე ქვეყანაში ჩემპიონობის მოპოვება ჩემთვის დიდი მოტივაციაა, მაგრამ პსჟ-ში ამჟამად კარლო ანჩელოტი და ლეონარდო მუშაობენ. ამიტომ არ მგონია, რომ ამ კლუბს ახლა ჩემი დახმარება სჭირდებოდეს", - განაცხადა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს არაერთხელ უთქვამს, "სამეფო კლუბში" მუშაობის დასრულების შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში დავბრუნდებოდიო.