ჟოზე მოურინიო: პსჟ-ს ჩემი დახმარება არ სჭირდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ არ იქნებოდა წინააღმდეგი, საფრანგეთში ემუშავა.

ეს კითხვა მოურინიოს პსჟ-თან დაკავშირებით დაუსვეს. ცნობილია, რომ პარიზული კლუბი ფინანსურ სირთულეებს არ განიცდის.

"მეხუთე ქვეყანაში ჩემპიონობის მოპოვება ჩემთვის დიდი მოტივაციაა, მაგრამ პსჟ-ში ამჟამად კარლო ანჩელოტი და ლეონარდო მუშაობენ. ამიტომ არ მგონია, რომ ამ კლუბს ახლა ჩემი დახმარება სჭირდებოდეს", - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს არაერთხელ უთქვამს, "სამეფო კლუბში" მუშაობის დასრულების შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში დავბრუნდებოდიო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული