რადამელ ფალკაო: ღმერთმა მომცა ნიჭი, რომ ფეხბურთი მეთამაშა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა რადამელ ფალკაომ საკუთარ წარსულზე ისაუბრა.

"მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, გულით მეთამაშა და მუდმივად წინა ხაზზე ვყოფილიყავი, რადგან სწორედ ფორვარდებს უხდიან ყველაზე მეტს.

რაც თავი მახსოვს, სულ ფეხბურთს ვთამაშობდი. ბავშვობაში მინდოდა პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვსულიყავი. ამის მისაღწევად წლები და დიდი შრომა დამჭირდა. ღმერთმა მომცა ჯანმრთელობა და ნიჭი, რომ ფეხბურთი მეთამაშა", - თქვა ფალკაომ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული