ჟოზე მოურინიო: "კლასიკოს" დროს სამყარო ჩერდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ "კლასიკო" მსოფლიო მასშტაბის არაჩვეულებრივი მოვლენაა.

ოდინდელი მეტოქეების მორიგი დუელი 7 ოქტომბერს, "კამპ ნოუზე" გაიმართება. კატალონიელები მადრიდელებს სატურნირო ცხრილში 8 ქულით უსწრებენ და "რეალს" ამ შეხვედრაში ქულების დაკარგვა, პრაქტიკულად, აკრძალული აქვს.

"როდესაც "რეალი" "ბარსელონასთან" თამაშობს, სამყარო ჩერდება. ეს ის თამაშია, რომელსაც ვაღმერთებთ და არამხოლოდ ჩვენ, ყველა. ეს მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატის მატჩი",
- განაცხადა მოურინიომ.

თუმცა "სამეფო კლუბის" თავკაცმა ისიც შეგვახსენა, რომ "ბარსელონასთან" მოგებისთვის იმდენივე ქულას იძლევიან, რამდენსაც სხვა მეტოქეებთან მოგებისთვის.

"არც იმის
დავიწყება ღირს, რომ ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და ბოლოს და ბოლოს, ამ შეხვედრაში მხოლოდ სამი ქულის მოპოვება შეიძლება.

წინა სეზონთან შედარებით, უზარმაზარი განსხვავება ისაა, რომ მაშინ "რეალი" ჩემპიონი გუნდი არ ყოფილა. ახლა კი ჩემპიონები ვართ და ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ დაიწყო კლუბმა სეზონი ასე",
- განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული