32 წლის ჰავბეკმა აღნიშნა, რომ კარიერის მანძილზე მრავალი ტიტული მოიგო, მაგრამ მადრიდის "რეალთან" მატჩში ჰეთ თრიქი ჯერ კიდევ არ შეუსრულებია.
"ნუთუ კიდევ რაიმე ტიტული მაკლია? დიახ, ჰეთ თრიქი. მოხარული ვიქნები, თუ სამი გოლის გატანას მადრიდის "რეალთან" მატჩში მოვახერხებ.
ახლა ყველანი მადრიდის "რეალთან" გასამარჯვებლად ვართ შემართულნი. ეს გამარჯვება საბრძოლო განწყობას აგვიმაღლებს", - განაცხადა ჩავიმ.