ჟოზე მოურინიო: რონალდო უფრო იმსახურებდა ჯილდოს, ვიდრე ინიესტა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მორუნიომ გამოთქვა აზრი, რომ 2011/2012 წლების სეზონში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას კრიშტიანო რონალდო უფრო იმსახურებდა, ვიდრე ანდრეს ინიესტა.

"ინიესტა ბრწყინვალე ფეხბურთელია და ამაში ორი აზრი არ არსებობს. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, მას არცთუ მაინცდამიანც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა.

მართალია, ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ტურნირი სულ სამ კვირას გრძელდებოდა.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ რონალდოს ალბათ აქვს საფუძველი, უეფას გადაწყვეტილების გამო გულდაწყვეტილი იყოს"
, - თქვა მადრიდის "რეალის" დამრიგებელმა და დასძინა: "რონალდო უდიდესი
ფეხბურთელია და ფანტასტიკურ სეზონს ატარებს".


"სამეფო კლუბის" შეტევების ლიდერმა ბოლო ორ შეხვედრაში, "დეპორტივოსა" და "აიაქსის" წინააღმდეგ, სამ-სამი გოლი შეაგდო.

7 ოქტომბერს "რეალი" "კამ ნოუზე" "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტურის წინ: როცა "ბარსა" და "რეალი" თამაშობენ, მსოფლიო ჩერდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალია ძალად რო შეატენეს ინიესტას :@@
reddevil
17:49 06-10-2012
0

სიახლეები პოპულარული