ლიონელ მესი: მოედანზე განსაკუთრებულები არ დარბიან!

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ 7 ოქტომბერს "ნოუ კამპზე" გამართული კლასიკოს შემდეგ კომენტარის გაკეთებისას პირადად მისი და კრიშტიანო რონალდოს თამაშის შეფასება არ ისურვა.

ლა ლიგის VIII ტურში, "ბარსელონა"-"რეალის" დაპირისპირებაში არგენტინელმა ვარსკვლავმა ორჯერ აიღო იკერ კასილიასის კარი. სტუმართაგან ასევე დუბლი შეასრულა რონალდომაც.

"ინდივიდუალურ შედეგებზე საუბარი ზედმეტია, მოედანზე განსაკუთრებული არავინაა. ამ თამაშში მოტივირებული არა მარტო მე და რონალდო, არამედ ყველა იყო".

არგენტინელი თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ ბოლო კლასიკოში დაფიქსირებული ფრე სამართლიანი შედეგია, თუმცა აღნიშნავს, რომ პრიმერას მოგებისთვის ბრძოლაში ის დიდად არ იმოქმედებს.

"ეს ბრწყინვალე
მატჩი იყო და მოგება როგორც ჩვენ, ისე მეტოქეს შეეძლო. ჩვენ ვცდილობთ, გამარჯვება ყოველ მატჩში მოვიპოვოთ, რაც არცთუ იოლია.

მადრიდელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და სულაც არ იყო გამორიცხული, ამ თამაშის შემდეგ ჩვენსა და მათ შორის უპირატესობა 5 ქულა ყოფილიყო.

და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ "რეალთან" ისევ რვაქულიანი უპირატესობა გვაქვს, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა", - უთხრა მესიმ Goal.com-ს.

ესპანეთის ჩემპიონატის 7 ტურის შემდეგ "ბარსელონას" 19 ქულა აქვს და ცხრილში პირველ ადგილს მადრიდის "ატლეტიკოსთან" იყოფს. "რეალის" აქტივში 11 ქულა და მეხუთე ადგილია.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური: 2:2 - აქეთ მესი, იქით რონალდო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული