პეპე: "ბარსელონას" ფეხბურთელების მსახიობობას უკვე მივეჩვიეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა პეპემ ესპანეთის ჩემპიონატის VII ტურში გამართული კლასიკოს შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელები გააკრიტიკა.

7 ოქტომბერს "ნოუ კამპზე" გამართული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა - ორ-ორი ბურთი კრიშტიანო რონალდომ და ლიონელ მესიმ გაიტანეს.

"ბარსელონას" თამაშში არტისტიზმი რომ ჭარბობს, ყველამ დაინახა. ჩვენ კი ამას კარგა ხანია, უკვე მივეჩვიეთ. მაგალითად, მე არც კი შევხებივარ ინიესტას, როდესაც ყველამ დაინახა, ძირს როგორ გაგორდა.

შეხვედრის შედეგი უსამართლო მგონია, რადგან "რეალი" გამარჯვებას უფრო იმსახურებდა.

"ბარსელონამ" კი პირველ ტაიმში ერთი მომენტი შექმნა და ისიც გოლით დასრულდა.

როგორც უნდა
იყოს, ჩვენ ამ თამაშის შემდეგ დადებითი ემოციებით ვართ დამუხტულნი. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ ბენზ
ემამ ვერ გაიტანა.

კაცმა რომ თქვას, იმ ეპიზოდში, როდესაც მასკერანომ იოზილი წააქცია, პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა"
, - თქვა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.

ესპანეთის ჩემპიონატის 7 ტურის შემდეგ "ბარსელონას" 19 ქულა აქვს და ცხრილში პირველ ადგილს მადრიდის "ატლეტიკოსთან" იყოფს. "რეალის" აქტივში 11 ქულა და მეხუთე ადგილია.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური: 2:2 - აქეთ მესი, იქით რონალდო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული