7 ოქტომბერს "ნოუ კამპზე" გამართული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა - ორ-ორი ბურთი კრიშტიანო რონალდომ და ლიონელ მესიმ გაიტანეს.
"ბარსელონას" თამაშში არტისტიზმი რომ ჭარბობს, ყველამ დაინახა. ჩვენ კი ამას კარგა ხანია, უკვე მივეჩვიეთ. მაგალითად, მე არც კი შევხებივარ ინიესტას, როდესაც ყველამ დაინახა, ძირს როგორ გაგორდა.
შეხვედრის შედეგი უსამართლო მგონია, რადგან "რეალი" გამარჯვებას უფრო იმსახურებდა.
"ბარსელონამ" კი პირველ ტაიმში ერთი მომენტი შექმნა და ისიც გოლით დასრულდა.
როგორც უნდა
კაცმა რომ თქვას, იმ ეპიზოდში, როდესაც მასკერანომ იოზილი წააქცია, პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა", - თქვა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.
ესპანეთის ჩემპიონატის 7 ტურის შემდეგ "ბარსელონას" 19 ქულა აქვს და ცხრილში პირველ ადგილს მადრიდის "ატლეტიკოსთან" იყოფს. "რეალის" აქტივში 11 ქულა და მეხუთე ადგილია.
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური: 2:2 - აქეთ მესი, იქით რონალდო [VIDEO]