ესპანეთი. ლა ლიგა. IX ტური: შავი ღრუბლები არგენტინელთა თავზე

AutoSharing Option
მარსელო ბიელსა, მაურისიო პელეგრინო და მაურისიო პოჩეტინო - ამ არგენტინელ სპეციალისტებს, რომლებიც შესაბამისად "ბილბაოს", "ვალენსიას" და "ესპანიოლს" წვრთნიან, სამსახურის დაკარგვა ემუქრებათ.

მე-9 ტურის შემდეგ გაგვიკვირდება, ერთ მათგანს თუ მაინც არ შესწირავენ კლუბების გაბრაზებული პრეზიდენტები მსხვერპლად. 28 ოქტომბერს თითოეული მათგანი ჯერ კიდევ თავის ადგილას იყო.

სტატუს-ქვო შენარჩუნდა - "ბარსელონა" და "ატლეტიკო" კვლავ ლიდერობენ, "რეალი" კი მათ კვლავ 8 ქულით ჩამორჩება.

ლიონელ მესიმ, რადამელ ფალკაომ და კრიშტიანო რონალდომ კვლავ გაიტანეს, ოღონდ არგენტინელმა და პორტუგალიელმა ეს 2-2-ჯერ მოახერხეს.

მეტი, უბრალოდ, არ შეიძლებოდა
"მილანთან"
ისტორიული მატჩის მოგების შემდეგ მანუელ პელეგრინის გუნდი ბარსელონაში დაუზავდა "ესპანიოლს" - 0:0. ჩილელმა თავკაცმა წინა მატჩების გმირი, ხოაკინ სანჩესი დაასვენა და მხოლოდ მე-2 ტაიმში შეიყვანა.

ამ შეხვედრის მოგება სტუმრებს ბოლოსკენ შეეძლოთ, როცა ხესუს გამესმა მარჯვენა ფლანგზე გაინავარდა და ზუსტად ჩააწოდა როკე სანტა კრუსს, პარაგვაელი ფორვარდის თავური კი "ესპანიოლის" არგენტინელმა მეკარე კრისტიან ალვარესმა მოიგერია.

თამაშის შემდეგ პელეგრინიმ თქვა, რომ ფიზიკურად გადაღლილ გუნდს ამაზე მეტის ჩვენება აღარ შეეძლო, ამიტომ ფრითაც კმაყოფილია.

ღამურებმა ისევ წააგეს
მატჩის დასაწყისშივე "ბეტისის" ნახევარმცველმა სალვა სევილიამ ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა "ვალენსიას" კარში.

ხუან კარლოსის ჩაწოდებული ადილ რამიმ უხეიროდ მოიგერია და სევილიაც იქვე გაჩნდა.

მეორე ტაიმში სტუმრები უკეთ თამაშობდნენ, მაგრამ... მატჩის დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა, როდესაც ადრიანმა ფეხით მოიგერია რობერტო სოლდადოს სახიფათო დარტყმული.

25 წლის ადრიანმა მესამედ ითამაშა ზედიზედ და ჯერ მას გოლი არ გაუშვია.

საყაიმო დერბი
გალისიური დერბი 1:1 დასრულდა. პირველივე ტაიმში მარიო ბერმეხოს გოლს ხუან დომინგესმა უპასუხა.

"დეპორტივომ" ვერ გამოიყენა თითქმის 40-წუთიანი რიცხობრივი უპირატესობა, რომელიც "სელტას" არგენტინელი მცველის, გუსტავო კაბრალის გაძევებით მოიპოვა.

თამაშის მიწურულს შეიძლებოდა "დეპორს" მოეგო, მაგრამ მსაჯმა ვერ შეამჩნია საჯარიმოში ხელით თამაში (მალიო).

ოთხს მინუს ორი
ტიტო ვილანოვამ
სასტარტო შემადგენლობაში დავიდ ვილია ათამაშა და 20 წუთში ამან შედეგიც მოიტანა - ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლემ სესკ ფაბრეგასის შესანიშნავი პასი გამოიყენა და ანგარიში გახსნა.

ბუნებრივია, "ბარსა" ამაზე არ გაჩერდა - მეორე ტაიმში "რაიო ვალეკანოს" 4 უპასუხო გოლი გაუტანა, რომელთაგანაც ორი ლიონელ მესის ანგარიშზეა.

ბურთის ფლობა არ არის მთავარი
არაგონულმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მხოლოდ ბურთის ფლობა და პასები არ ნიშნავს კარგ თამაშს.

ამ ასპექტში "სევილიამ" დაჩაგრა მასპინძელთა გუნდი, მაგრამ სავსებით "დამსახურებულად" დამარცხდა - 1:2.

პორტუგალიელი პოშტიგასა და რუმინელი სეპუნარუს გოლებს, მეორეში ჩილელმა მედელმა უპასუხა გოლით, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა მიჩელის გუნდისთვის თუნდაც ქულის მოსაპოვებლად.

ფალკაოს მორიგი გასროლა
28 ოქტომბერს, საღამოს, "ლევანტემ" "გრანადა" იოლად დაამარცხა - 3:1, ხოლო ბილბაოს "ატლეტიკმა" "სან მამესზე" "ხეტაფესთან" წააგო - 1:2.

ეს კი უკვე მეტისმეტია, მარსელო ბიელსას ბასკური კარიერა აშკარად საფრთხეშია.

გაგიკვირდებათ და, "ატლეტიკომ" კვლავ მოიგო, ხოლო რადამელ ფალკაომ მორიგი გოლი გაიტანა.

ესპანეთი. ლა ლიგა. IX ტური

ესპანიოლი-მალაგა 0:0
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ვ. სანჩესი, რ. როდრიგესი, მორენო, ვ. ალვარესი - ფორლინი, კ. გომესი (81. ბაენა) - ვაკასო, ვერდიუ, ს. გარსია (71. ალბინი) - ლონგო (46. სტუანი).
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - ნაჩო კამაჩო, იტურა - სება ფერნანდესი (60. ხოაკინი), ისკო (78. პორტილიო), დუდა - სანტა კრუსი.
გაფრთხილება: ვაკასო, სანჩესი, სტუანი, ფორლინი - ფერნანდესი, იტურა, დუდა, დემიკელისი, კამაჩო
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 19-21; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 12-13 (3-4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 22 000

ბეტისი-ვალენსია 1:0
ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ნელსონი, პაულაუ, მარიო, ა. მარტინესი - კანიასი, ნოსა - კემპბელი (67. მოლინა), სევილია (75. ნონო), ხუან კარლოსი (85. ნაჩო) - რ. კასტრო.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა, რამი, რ. კოშტა, სისოკო - ალბელდა (46. ბანეგა), გაგო - ვიერა, ტინო კოსტა (83. გუარდადო), ბერნატი (63. ვალდესი) - სოლდადო.
გოლი: 1:0 სევილია (9)
გაფრთხილება: ნონო - პერეირა, ვიერა, კოშტა, ბანეგა, გაგო
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 10-10 (3-3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 33 000

სელტა-დეპორტივო 1:1
სელტა (4-2-3-1): ვარასი - მალიო, კაბრალი, ტუნიესი, ლაგო - ოუბინია, ა. ლოპესი - ა. ფერნანდესი (80. ტონი), ბერმეხო (54. სამუელი), კრონ-დელი - ასპასი (83. პარკი).
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, მარჩენა, ზე კაშტრო, აიოსე - ხ. დომინგესი, ბერგანტინიოსი - გამა (89. ანდრე სანტოსი), ვალერონი (77. კამუნიასი), პიცი - რიკი (62. ოლივეირა).
გოლები: 1:0 ბერმეხო (8), 1:1 ხ. დომინგესი (29)
გაფრთხილება: ოუბინია, კაბრალი, კრონ-დელი - ზე კაშტრო, მარჩენა, დომინგესი, ლაურე
გაძევება: კაბრალი (51)
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 12-11 (2-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 26 800

ვალეკანო-ბარსელონა 0:5
რაიო ვალეკანო (4-1-4-1): რუბენი - ტიტო, ამატი, როდრი, კასადო (66. ბილე ნილსენი) - ფუეგო - პიტი (57. ლ. ბანგურა), ლეო კარილიო (73. ფ. ვასკესი), დომინგესი, ხოსე კარლოსი - დელიბაშიჩი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - მონტოია, ბუსკეტსი, ადრიანო, ალბა (80. ბარტრა) - ჩავი (83. ჯონათან დოს სანტოსი), სონგი, ფაბრეგასი - პედრო, მესი, ვილია (62. სანჩესი).
გოლები: 0:1 ვილია (19), 0:2 მესი (47), 0:3 ჩავი (79), 0:4 ფაბრეგასი (80), 0:5 მესი (88)
გაფრთხილება: დელიბაშიჩი, როდრი, ხოსე კარლოსი, ამატი, დომინგესი - ალბა
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 2-8; კარში დარტყმა: 18-15 (3-10); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 13 000

სარაგოსა-სევილია 2:1
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ, ლოოვენსი (71. პარედესი), ალვარო, აბრაამი - აპონიო (82. ხოსე მარი), მოვილია - სუკულინი (70. რომარიკი), ვ. როდრიგესი, მონტანიესი - პოშტიგა.
სევილია (4-2-3-1): პალოპი - სისინიო, ბოტია (64. ფასიო), სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მადურო (46. პეროტი), მედელი - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, დელ მორალი (64. ბ. დიავარა) - ნეგრედო.
გოლები: 1:0 პოშტიგა (36), 2:0 სეპუნარუ (45), 2:1 მედელი (70)
გაფრთხილება: სეპუნარუ, როდრიგესი, მოვილია - ბოტია, ფასიო, ნავასი, სისინიო
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 11-9 (6-6); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 26 000

ლევანტე-გრანადა 3:1
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, როდასი, დ. ნავარო, ხუანფრანი - დიოპი (70. მიჩელი), იბორა - ელ ჟარი (82. რუბენ გარსია), ბარკერო, ხუანლუ (64. რიოსი) - მარტინსი.
გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ნიომი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - მოისესი (46. ფლორო ფლორესი), მ. რიკო - ტორჟე (55. იგჰალო), ბრაიმი, ორელიანა - ელ-არაბი.
გოლები: 1:0 მარტინსი (12), 2:0 მარტინსი (60), 3:0 რიოსი (73), 3:1 ელ-არაბი (84)
გაფრთხილება: მარტინსი - ტორჟე, მოისესი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 11-10 (6-2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 18 000

ბილბაო-ხეტაფე 1:2
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი (14. სან ხოსე), ამორებიეტა, აურტენეჩე - იტურასპე (58. ფ. ლორენტე), დე მარკოსი - სუსაეტა, ი. გომესი, მუნიაინი (74. ი. ლოპესი) - ადურისი.
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, აბრაამი, რაფა, მ. ტორესი - ხ. ტორესი, ხ. როდრიგესი - პედრო ლეონი (80. ალექსისი), ბარადა, დ. კასტრო (69. ლაფიტა) - ა. ვასკესი (75. კოლუნგა).
გოლები: 0:1 ხ. როდრიგესი (12), 0:2 ა. ვასკესი (58), 1:2 სან ხოსე (94)
გაფრთხილება: მუნიაინი, დე მარკოსი, აურტენეჩე, ადურისი, სუსაეტა - ვალერა, კოლუნგა
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 21-15 (10-8); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 31 000

ატლეტიკო-ოსასუნა 3:1
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი, გაბი - რაულ გარსია (61. არდა თურანი), ემრე (56. ადრიან ლოპესი), კ. როდრიგესი (78. ტიაგო) - ფალკაო.
ოსასუნა (4-3-3): ა. ფერნანდესი - ოიერი, ლოლო, არიბასი, ნანო - პუნიალი, ანანი (79. ხ. ლორენტე), ტიმორი - ლამა (71. სეხუდო), კიკე სოლა, არმენტეროსი.
გოლები: 1:0 მირანდა (31), 2:0 რაულ გარსია (35), 2:1 ლამა (42), 3:1 ფალკაო (73)
გაფრთხილება: მირანდა, გოდინი, ფალკაო - ლამა, არიბასი, ლოლო
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 19-8 (9-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 48 500

მალიორკა-რეალი 0:5
მალიორკა (4-4-1-1): ავატე - ჩ. ნავარო, ჟერომელი, ა. კონსეისაო, ბიგასი - ნსუე, ფონტასი (46. პინა), მარტი, ჯოვანი დოს სანტოსი (59. არისმენდი) - ვიქტორი (77. მ. ფერნანდესი) - ჰემედი.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, ვარანი, პეპე, ესიენი - მოდრიჩი, ჩაბი ალონსო (80. ალბიოლი) - დი მარია (73. კალეხონი), იოზილი, რონალდო - იგუაინი (78. მორატა).
გოლები: 0:1 იგუაინი (7), 0:2 რონალდო (21), 0:3 იგუაინი (69), 0:4 რონალდო (72), 0:5 კალეხონი (90)
გაფრთხილება: ბიგასი, კონსეისაო - მოდრიჩი, ალონსო
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 5-16 (0-8); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 17 500

ვალიადოლიდი-სოსიედადი (ორშაბათი, 00:30 სთ).

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბარსელონა 9 8 1 0 29-11 25
2 ატლეტიკო 9 8 1 0 22-9 25
3 მალაგა 9 5 3 1 13-5 18
4 რეალი 9 5 2 2 21-7 17
5 ბეტისი 9 5 1 3 13-13 16
6 ლევანტე 9 5 1 3 12-14 16
7 სევილია 9 4 2 3 12-11 14
8 ხეტაფე 9 4 1 4 10-12 13
9 სარაგოსა 9 4 0 5 9-11 12
10 ვალენსია 9 3 2 4 11-12 11
11 მალიორკა 9 3 2 4 10-14 11
12 ვალიადოლიდი
8 3 1 4 12-9 10
13 სელტა 9 3 1 5 10-11 10
14 ვალეკანო 9 3 1 5 11-22 10
15 სოსიედადი
8 3 0 5 8-12 9
16 ბილბაო
9 2 2 5 12-19 8
17 გრანადა
9 2 2 5 8-15 8
18 დეპორტივო 9 1 4 4 14-20 7
19 ესპანიოლი 9 1 3 5 11-15 6
20 ოსასუნა 9 1 2 6 8-14 5

ბომბარდირები:
13 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11- კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 6 - არიც ადურისი (ბილბაო), ტომერ ჰემედი (მალიორკა), ალვარო ნეგრედო (სევილია).

მომდევნო ტური
3 ნოემბერი
მალაგა-რაიო ვალეკანო, ბარსელონა-სელტა, რეალი-სარაგოსა, ვალენსია-ატლეტიკო.

4 ნოემბერი
რეალ სოსიედადი-ესპანიოლი, დეპორტივო-მალიორკა, ოსასუნა-ვალიადოლიდი, გრანადა-ბილბაო, სევილია-ლევანტე.

5 ნოემბერი
ხეტაფე-ბეტისი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული