ესპანეთი. ლა ლიგა. X ტურის წინ: 3 ნოემბერს "მესტალიაზე" ცეცხლი დაინთება

AutoSharing Option
შეიძლება ითქვას, რომ ესპანური პრიმერას მე-10 ტურის ყველა საინტერესო დაპირისპირება 3 ნოემბერსაა: ტური ანდალუსიაში იწყება, სადაც მესამეადგილოსანი "მალაგა" მადრიდულ "ელვებს" მასპინძლობს.

შემდეგ საქმეში ლიდერი ერთვება, "ბარსა" "სელტას" მასპინძლობს, მომდევნო მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, სადაც ჩემპიონი "სარაგოსას" დაუხვდება, დღე კი "მესტალიური" დაპირისპირებით მთავრდება - "ვალენსია" მადრიდის "ატლეტიკოს" მასპინძლობს.

ჯერ არ დაბადებულა და...
საოცარია, მაგრამ ადამიანი ჯერ არ დაბადებულა (ყოველ შემთხვევაში, წუხელ ჯერ არ იყო დაბადებული) და უკვე საქვეყნოდ ცნობილია - ლიონელ მესის ვაჟ ტიაგოზე ვამბობთ, არგენტინელის მეგობარი გოგონა კლინიკაში დააწვინეს და
ლეომაც ტიტო ვილანოვას
გათავისუფლება სთხოვა.

მესის "სელტამდე" ყველა ვარჯიში გაუცდა, მაგრამ ის ალბათ ითამაშებს და შესანიშნავი შანსი მიეცემა პელეს რეკორდამდე მიღწევის (2 გოლი რჩება), ამ მიღწევას კი ის უთუოდ შვილს მიუძღვნის.

"ბარსელონამ" "სამეფო თასზე" ექსპერიმენტული შემადგენლობით 3:0 მოუგო "ალკოიანოს", ხოლო "სელტას" ალმერიაში ალიყური გააწნეს - 0:2.

ტიტოს კვლავ არ ეყოლება დაცვის ცენტრის წყვილი (პუიოლი, პიკე), პიკეს ტრავმა გაუჯანჯლდა, ხოლო კაპიტანი საუკეთესო შემთხვევაში დეკემბერში დაბრუნდება.

დაცვის ცენტრში ხავიერ მასკერანოს ალექს სონგი შეუწყვილდება.

პაკო ერერას გუნდში ლაზარეთში არიან ინსა და სამუელი, ხოლო კაბრალი დისკვალიფიცირებულია.

* "ბარსელონა" დიდებულ ფორმაშია - ბოლო 11 ოფიციალური მატჩიდან 10 მოიგო.
* კატალონიელებმა გალისიელებს ბოლო 4 დაპირისპირება მოუგეს, ბურთების საერთო სხვაობით: 9:3.
* სესკ ფაბრეგასმა ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა და კიდევ უფრო მეტი საგოლე პასი გააკეთა.
* "ბარსელონას" სარეზერვო გოლკიპერი ხოსე პინტო "სელტაში" თამაშობდა, სადაც 2005/06 წლების სეზონის ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერი გახდა.
* "ბარსას" 22 წლის ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა გალისიაშია გაზრდილი, მამამისი მაზინიო "სელტას" ფეხბურთელი იყო.
* "სელტამ" ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო. ამ სეზონში ლა ლიგაში ყველა საგარეო მატჩი დათმო.
* "სელტამ" ბოლოს "ბარსა" 2004 წლის მაისში დაამარცხა - 1:0.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: ვალდესი - დანი ალვეში, სონგი, მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ფაბრეგასი, მესი, პედრო.
სელტა: ვარასი - მალიო, ოუბინია, ტუნიესი, ლაგო - ლოპესი, ბუსტოსი - ფერნანდესი, ბერმეხო, კრონ-დელი - ასპასი.

როცა მთელ გუნდს ჯობნი
ჟოზე მოურინიოს
ალბათ სეზონის ბოლომდე აღარ აქვს უფლება ქულები კარგოს, თუკი ჩემპიონობა ისევ სურს.

სხვათა შორის, "რეალმა" ახალ სეზონში უკვე 15 ოფიციალური მატჩი ითამაშა და ჟოზემ 24-კაციანი გუნდიდან უკვე ყველა ათამაშა მესამე მეკარე ხესუსის გარდა (ის სტაბილურად თამაშობს რეზერვებში). 23-ივემ ერთხელ მაინც ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა "რეალში" შეუცვლელებიც არიან: კასილიასმა, რონალდომ, პეპემ სერხიო რამოსმა და ჩაბი ალონსომ ათასწუთიან ბარიერს გადააცილეს.

ეს უკანასკნელი 3 ნოემბერს ვერ ითამაშებს - ბასკ ნახევარმცველს 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და ავტომატურად გამოტოვებს "სარაგოსასთან" შერკინებას.

დაცვაში ისევ საკადრო პრობლემებია: არბელოა, მარსელო და კოენტრაო ვერ ითამაშებენ, არ იქნება არც გერმანელი ხედირა. სამი ფეხბურთელი აკლია არაგონელებს.

* "რეალმა" ლა ლიგაში ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო.
* კასტილიელებს უკვე 20 თამაშია, "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ წაუგიათ (17 მოგება, 3 ფრე).
* გონსალო იგუაინს აქვს შანსი ლა ლიგაში 100 გოლი გაიტანოს, ამისთვის მას დღეს ჰეთთრიკი ესაჭიროება.
* "სარაგოსამ" ბოლო სამი შეხვედრა მოიგო.
* ბოლო ურთიერთშეხვედრებში, 6-დან 5 მატჩში "რეალმა" გაიმარჯვა.
* ლა ლიგაში "სარაგოსას" წინა ხაზი ვერ ყოჩაღობს (9 გოლი), მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს მეტოქე გუნდზე მეტი (11) აქვს გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: კასილიასი - ს. რამოსი, ვარანი, პეპე, ნაჩო - ესიენი, მოდრიჩი - დი მარია, იოზილი, რონალდო - იგუაინი.
სარაგოსა: რობერტო - სეპუნარუ, ლოოვენსი, ალვარო, აბრაამი - მოვილია, აპონიო - სუკულინი, როდრიგესი, მონტანიესი - პოშტიგა.

გაფრენილი ატლეტიკო და დაჭრილი ღამურები
"ვალენსიას" დასაკარგავი აღარაფერი აქვს, წინა ტურში სევილიაში მარცხის მერე (0:1 "ბეტისთან") პელეგრინოს საქმე ცუდად აქვს, მეტოქე კი "ატლეტიკოა". გუნდი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის და ყველაფერს იგებს, რომლის ფორვარდი რადამელ ფალკაო ტოპ-ფორმაშია.

ბოლო 12 მატჩია, "როხიბლანკოსი" მხოლოდ იგებს. მაგრამ დაჭრილი "ღამურები" საშიშები არიან და "ატლეტიკოს" რეკორდულ სერიასაც სერიოზული საფრთხე ემუქრება.

"ვალენსიას" უბრუნდება სოფიან ფეგული, რომელმაც 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. ევერ ბანეგაც უკვე ფორმაში შევიდა, მან თასის მატჩში უკვე სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ახლა პელეგრინოს გადასაწყვეტი აქვს, ითამაშოს ორი სუფთა ფორვარდით (სოლდადო, ჟონასი), თუ უფრო დაცვით ტაქტიკას მიმართოს.

დიეგო სიმეონეს
არდა თურანი და კოკე უბრუნდება.

სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია: დ. ალვეში - ჟ. პერეირა, რამი, რუისი, სისოკო - ბანეგა, გაგო - ფეგული, კოსტა, ვიერა - სოლდადო.
ატლეტიკო: კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუიში - გაბი, მ. სუარესი - ემრე, კ. როდრიგესი, არდა თურანი - ფალკაო.

ესპანეთი. ლა ლიგა. X ტური
3 ნოემბერი
მალაგა-ვალეკანო 19:00
დისკვალიფიკაცია: ამატი (ესპ)
ტრავმა: ს. სანჩესი, ტულალანი (?), ბაპტიშტა, მონრეალი, ფაბრისი - არანა
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +4=2-6, (16-22)

ბარსელონა-სელტა 21:00
დისკვალიფიკაცია: კაბრალი (სელ)
ტრავმა: ტ. ალკანტარა, პიკე, კვენკა, პუიოლი, აბიდალი, მუნიესა - ინსა
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +14=8-6, (50-35)

რეალი-სარაგოსა 23:00
დისკვალიფიკაცია: ალონსო (რეა)
ტრავმა: ხედირა, არბელოა, მარსელო, ფ. კოენტრაო - ლანძარო, ობრადოვიჩი, პინტერი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +22=7-7, (80-51)

ვალენსია-ატლეტიკო 01:00
ტრავმა: მატიო, კანალესი, პიატი - არდა თურანი (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +18=11-11, (61-45)

4 ნოემბერი
სოსიედადი-ესპანიოლი 15:00
დისკვალიფიკაცია: ფორლინი, სანჩესი (ესპ)
ტრავმა: კადამურო, ზურუტუზა (?), ბრავო, ელუსტონდო - ხ. ლოპესი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +12=10-8, (31-26)

დეპორტივო-მალიორკა 19:00
ტრავმა: აგილარი, სალომაო - ჟოაო ვიქტორი, ა. ლოპესი, ნუნიეში, მარკესი, ალვარო
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +8=14-8, (34-39)

ოსასუნა-ვალიადოლიდი 20:50
დისკვალიფიკაცია: რუბიო (ვალ)
ტრავმა: ბერტრანი (ოსა)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +5=9-2, (20-15)

გრანადა-ბილბაო 22:50
დისკვალიფიკაცია: ანდერი (ბილ)
ტრავმა: რომერო, ფ. რიკო, იებდა (?) - ი. პერესი (?), გურპეგი (?), ეკიზა, გალარეტა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=1-0, (3-2)

სევილია-ლევანტე 00:30
დისკვალიფიკაცია: პეროტი (სევ)
ტრავმა: ტროხოვსკი - დუდკა
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +9=2-3, (30-15)

5 ნოემბერი
ხეტაფე-ბეტისი 00:30
დისკვალიფიკაცია:
ტრავმა: რუბენ პერესი, ფაბრისიო (ბეტ)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +4=6-6, (16-20)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბარსელონა 9 8 1 0 29-11 25
2 ატლეტიკო 9 8 1 0 22-9 25
3 მალაგა 9 5 3 1 13-5 18
4 რეალი 9 5 2 2 21-7 17
5 ბეტისი 9 5 1 3 13-13 16
6 ლევანტე 9 5 1 3 12-14 16
7 სევილია 9 4 2 3 12-11 14
8 ხეტაფე 9 4 1 4 10-12 13
9 სარაგოსა 9 4 0 5 9-11 12
10 ვალიადოლიდი
9 3 2 4 14-11 11
11 ვალენსია
9
3
2
4
11-12 11
12 მალიორკა
9
3
2
4
10-14 11
13 სელტა 9 3 1 5 10-11 10
14 სოსიედადი
9
3
1
5
10-14 10
15 ვალეკანო
9
3
1
5
11-22 10
16 ბილბაო
9
2
2
5
12-19 8
17 გრანადა
9 2 2 5 8-15 8
18 დეპორტივო 9 1 4 4 14-20 7
19 ესპანიოლი 9 1 3 5 11-15 6
20 ოსასუნა 9 1 2 6 8-14 5

ბომბარდირები:
13 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11- კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კოპა დელ რეი. 1/32-ფინალი. I მატჩები: უძველესი ტურნირის 109-ე გაელვება
ესპანეთი. ლა ლიგა. IX ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
ესპანეთი. ლა ლიგა. IX ტური: შავი ღრუბლები არგენტინელთა თავზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული