ლიონელ მესი ვაჟიშვილის მამა გახდა

AutoSharing Option
არგენტინელ ფეხბურთელ ლიონელ მესის და მის მეგობარ გოგონას, ანტონელა როკუცოს ვაჟი შეეძინათ.

ბავშვი პარასკევს, 2 ნოემბერს საღამოს დაიბადა. მშობლებმა მას ტიაგო დაარქვეს.

საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" თავდამსხმელისა და მისი შეყვარებულისთვის ტიაგო პირველი შვილია.

მესი და მისი მეგობარი გოგონა საავადმყოფო USP Dexeus-ში პარასკევს, დილით, დაახლოებით 10 საათზე მივიდნენ, მშობიარობა კი საღამოს ხუთ საათზე დაიწყო.

მესი მთელი მშობიარობის განმავლობაში ანტონელას გვერდით იმყოფებოდა, ხოლო ფეხბურთელის ოჯახი ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად გარეთ იცდიდა.

მიუხედავად ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენისა, მესი საკუთარი გუნდის უახლოესი თამაშის გამოტოვებას არ აპირებს.

ambebi.ge

ასევე იხილეთ:

ესპანეთი. ლა ლიგა. X ტურის წინ: 3 ნოემბერს "მესტალიაზე" ცეცხლი დაინთება
ლიონელ მესი: აუცილებელი არაა, ჩემი შვილი ფეხბურთელი გახდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული