რადამელ ფალკაო: კლუბის შეცვლაზე ოცნებას ვაგრძელებ

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ განაცხადა, რომ კლუბის შეცვლასა და საკუთარი შესაძლებლობების სხვა ჩემპიონატში გამოცდაზე ჯერ მხოლოდ ოცნებობს.

სულ ახლახან goal.com-მა გაავრცელა ცნობა, რომ კოლუმბიელი ფორვარდისადმი ინტერესს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლონდონის "ჩელსი" იჩენს, რომელიც მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გაიღოს. "ლურჯების" გარდა, ფალკაოს თავის რიგებში ხილვა "მანჩესტერ სიტისა" და პსჟ-საც სურთ.

"სხვა ჩემპიონატსა თუ სხვა კლუბში თამაშის შანსი მერეც მექნება, ჯერჯერობით კი ამაზე მხოლოდ ვოცნებობ. პრემიერლიგა - საინტერესო ვარიანტია, მაგრამ მე ჯერ სამწლიანი კონტრაქტი მაქვს "ატლეტიკოსთან", - თქვა ფალკაომ.

კოლუმბიელმა არ დაადასტურა გამოთქმული ვარაუდი იმის შესახებ, რომ ევროპალიგის მატჩებში მისი უთამაშებლობა იანვარში შესაძლო ტრანსფერს უკავშირდება.

"მიზეზი, რის გამოც ევროპალიგაზე არ ვთამაშობ, დიეგო სიმეონეს გადაწყვეტილებაა და ის სულაც არ უკავშირდება იმას, რომ თითქოს იანვარში კლუბი უნდა დავტოვო", - თქვა რადამელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული