იკერ კასილიასი: "რეალის" ინტერესები კასილიასის ინტერესებზე მაღლა დგას

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა და კაპიტანმა იკერ კასილიასმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სკანდალურ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.

პორტუგალიელმა "მალაგასთან" ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში, ბევრისთვის გასაკვირად, გუნდის ძირითადი მეკარე სათადარიგო სკამზე გაამწესა, კარში ადგილი კი ანტონიო ადანს მიანდო. ის შეხვედრა "რეალმა" 2:3 დათმო.

მატჩის შემდეგ მადრიდელთა 31 წლის კაპიტანმა აღნიშნა, რომ მოურინიოს ასეთი გადაწყვეტილება მისთვისაც მოულოდნელი იყო.

"საერთოდ, გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს. მე სათადარიგოთა შორის ყოფნას მიჩვეული არ ვარ, თუმცა გუნდის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია კასილიასის ინტერესებზე.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ
ვარჯიში უნდა გავაგრძელო და ადანს კონკურენცია გავუწიო.

მოურინიოს ჩემთვის არაფერი აუხსნია. არც მაშინ მეუბნებოდა რამეს, როდესაც ძირითადში ვთამაშობდი და არც ახლა, როცა არ ვთამაშობ",
- აქვეყნებს კასილიასის ნათქვამს Goal.com.

"თანაგუნდელებისგან თანადგომას ვგრძნობ, თუმცა ასევე მხარს ვუჭერთ ადანსაც. მატჩის შედეგმა არ გაგვახარა, თუმცა ჩვენ ორივემ ვიგრძენით, რომ მთელი გუნდი ჩვენ გვერდითაა და ეს "რეალში" არსებულ ერთსულოვნებაზე მეტყველებს.

ჯერ კიდევ მატჩისთვის მზადებისას დამეუფლა გრძნობა, რომ არ ვითამაშებდი, თუმცა ეს მთავარი არ იყო, რადგან იმ წუთებში ყველა ფიქრი "მალაგას" დამარცხების გზებსა და "ბარსელონასთან" სხვაობის შემცირებას უკავშირდებოდა",
- დასძინა მეკარემ.

ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში, 6 იანვარს, მადრიდის "რეალი" "რეალ სოსიედადს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება კასილიასს, ბოლოს ის სათადარიგო სკამზე 2002 წლის 2 მარტს, "დეპორტივოსთან" შეხვედრის დროს იჯდა.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: დღეს იკერ კასილიასს ანტონიო ადანი ჯობია [VIDEO]
ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტური: ჟოზემ კასილიასს ომი გამოუცხადა და... წააგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული