კრიშტიანო რონალდოს ახალი კონტრაქტი ფლორენტინო პერესის მაგიდაზეა

AutoSharing Option
"მარკამ" მადრიდის "რეალის" "სამზარეულოში ჩაიხედა" და გულშემატკივრებისთვის საინტერესო სიახლე აღმოაჩინა.

სიახლე კრიშტიანო რონალდოს ახალ კონტრაქტს შეეხება. ის ხელშეკრულება, რომელიც 27 წლის სუპერვარსკვლავს უნდა მისცენ განსახილველად, უკვე "რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მაგიდაზეა.

ახლა ურთიერთობა ცივია და რონალდოს თვალი უფრო წასვლაზე უჭირავს. მას სურს, კონტრაქტით დაასრულოს თამაში "სამეფო კლუბში" და მერე სხვაგან წავიდეს. როგორც რონალდოს ახლობლები "მარკას" ატყობინებენ, თუ მას კონტრაქტს ახლა შესთავაზებენ, რონი უარს განაცხადებს.

"რეალს" შეიძლება დაეხმაროს კაკას წასვლა. ბრაზილიელი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და მისი წასვლით სალაროში საკმაო თანხა გამოთავისუფლდება. კრიშტიანოს
სეზონში 15 მილიონ ევროს სთავაზობენ, ასეთი ხელფასი კი "რეალის" ისტორიაში არავის ჰქონია.

რა უშლის კონტრაქტის გაგრძელებას ხელს? სარეკლამო თანხების გადანაწილება - 2009 წლის კონტრაქტის თანახმად, რონალდო რეკლამებიდან შემოსული თანხის ნახევარს "რეალს" უხდის, ეს კი სერიოზული თანხებია, რადგან რონალდო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენია მსოფლიოში. მაგრამ ახალი კონტრაქტის ამოქმედების დღიდან "რეალი" ამ შემოსავლების 100%-ს ითხოვს.

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო: მადრიდის "რეალთან" ჩემს კონტრაქტზე ხმას აღარ ამოვიღებ
AS: კრიშტიანო რონალდომ "რეალს" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა
სანამ კრიშტიანო რონალდო ოხრავს, ირინა შეიკი ფანებისთვის ცეკვავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული