ვისენტე დელ ბოსკე 2012 წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელია

AutoSharing Option
3 იანვარს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 2012 წლის საუკეთესო მწვრთნელად ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე აღიარა.

ეს ორგანიზაცია 1996 წლიდან ატარებს ამ გამოკითხვას საფეხბურთო ექსპერტთა შორის. აქვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების კონკურსია, საკლუბო მწვრთნელები აქ არ მონაწილეობენ.

რეიტინგში სულ 17 მწვრთნელი მოხვდა 13 ქვეყნიდან. ყველაზე მეტი წარმომადგენელი (3) საფრანგეთს ჰყავს.

დელ ბოსკემ მესამედ გაიმარჯვა. მან მოიგო 2009 და 2010 წლების გამოკითხვებიც. ამჯერად ესპანელმა მარკიზმა 231 ქულა დააგროვა.

მეორე ადგილზე იტალიის ნაკრების თავკაცი ჩეზარე პრანდელი
გავიდა 83 ქულით, მესამე კი მექსიკელი ლუის ფერნანდო ტენიაა - 70 ქულა.

ასევე იხილეთ:
ვისენტე დელ ბოსკე: იმედი მაქვს, "ოქროს ბურთს" ანდრეს ინიესტას მიაკუთვნებენ
ვისენტე დელ ბოსკე: მიჩუს შანსს მივცემ
ვისენტე დელ ბოსკე: საქართველოსთან მოგება ძალიან გაგვიჭირდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული