ვისენტე დელ ბოსკე: იმედი მაქვს, "ოქროს ბურთს" ანდრეს ინიესტას მიაკუთვნებენ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა.

"იმედი მაქვს, "ოქროს ბურთს" ინიესტას მიაკუთვნებენ. ვფიქრობ, ხმათა უმრავლესობას სწორედ ის მიიღებს", - აქვეყნებს დელ ბოსკეს ნათქვამს goal.com.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ანდრეს ინიესტამ უკვე აჯობა თავის კონკურენტებს - ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში.

შარშან ანდრესმა უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ტრიუმფში. ის ასევე სტაბილურად კარგად თამაშობდა "ბარსელონას" მაისურით.

"ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია 7 იანვარს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ანდრეს ინიესტა:
იდეალური ფეხბურთელი არ ვარ

ჩავი: ანდრეს ინიესტა "ოქროს ბურთს" იმსახურებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული