პედრო როდრიგესი: ოდესმე ვუამბობ შვილებს, რომ ლიონელ მესის გვერდით ვთამაშობდი

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა თავისი თანაგუნდელის, ლიონელ მესის საქებრად სიტყვები არ დაიშურა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ვარსკვლავმა ახლახან ზედიზედ მეოთხედ დაისაკუთრა წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, პედრო კი მიიჩნევს, რომ მესი სავსებით იმსახურებს ასეთ აღიარებას.

"მესისთან ურთიერთობაში გამიჭირდება რაიმე მომენტისა თუ დეტალის გამოყოფა. უბრალოდ, ძალიან გამიმართლა, რომ მასთან ერთ გუნდში ვთამაშობ.

ლეო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და ტიტულების მასთან ერთად მოგება უდიდესი ბედნიერებაა.

ის, უბრალოდ, ბრწყინვალე ადამიანია, რომელიც თავის მიღწევებს ხაზს არ უსვამს და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ოდესმე ალბათ ვუამბობ
შვილებს, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად ვთამაშობდი",
- თქვა პედრომ.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი: უბრალოდ, ჩემი საქმით ვტკბები
ლიონელ მესის ოქროს პოკერი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული