ჟოზე მოურინიო 2012 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელია

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2012 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო დაასახელა.

ჟოზე კარიერაში მე-4-ედ აღიარეს საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად. მან 101 ქულა მიიღო.

მე-2 ადგილზე იტალიელი რობერტო დი მატეო (ჩელსი) გავიდა - 99 ქულა, ხოლო მესამეზე - არგენტინელი დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) - 97. როგორც ხედავთ, მოურინიომ მძაფრ კონკურენციაში გაიმარჯვა.

ათეულის სხვა წევრები: 4. ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა) - 82 ქულა; 5. ტიტე (სან პაულო) - 61; 6. იუპ ჰაინკესი (ბაიერნი) - 40; 7. ალექს
ფერგიუსონი
(მანჩესტერ იუნაიტედი) - 27; 8. იურგენ კლოპი (დორტმუნდი) - 15; 9. მარსელო ბიელსა (ბილბაო) - 12; 10. რობერტო მანჩინი (მანჩესტერ სიტი) - 11.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XVIII ტურის შეჯამება: განსაკუთრებულიდან თავზეხელაღებულამდე
ვისენტე დელ ბოსკე 2012 წლის მწვრთნელია
მკითხველის კომენტარები / 5 /
კონტემ დააშავა რამე??? გუნდმა სეზონი დაუმარცხებლად გაიარა...
მალხაზი
17:20 09-01-2013
0
კონტე კი არა დი მატეოა მაგარი
gocha
17:52 09-01-2013
0

სიახლეები პოპულარული