კატალონიურმა კლუბმა 307 ქულა მიიღო და ეს წოდება მეოთხედ დაისაკუთრა. მსგავსი აღიარება "ბარსას" 1997, 2009 და 2011 წლებში ხვდა.
ამჯერად მეორე ადგილზე ლონდონის "ჩელსი" გავიდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშება მოიგო.
მესამე პოზიცია არგენტინულმა "ბოკა ხუნიორსმა" დაისაკუთრა, რომელსაც კვალში ევროპალიგის შარშანდელი გამარჯვებული, მადრიდის "ატლეტიკო" უდგას. სიაში მეხუთე ბრაზილიური "კორინთიანსია".
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო 12 გუნდს შორის ხუთი ესპანურია. "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" გარდა, იქ "რეალი", "ვალენსია" და