"ბარსელონამ" ტიტო ვილანოვა ისევ დიდი ხნით დაკარგა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ტიტო ვილანოვას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს - ესპანური პრესის ცნობით, 44 წლის სპეციალისტი ალბათ 6 კვირას გამოტოვებს.

ტიტო ამერიკაში გაემგზავრა, რათა ნიუ იორკში დამატებითი გამოკვლევა გაეარა ყელ-ყურის სიმსივნის პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაზე.

როგორც ჩანს, საქმე არც ისე სახარბიელოდაა - ტიტოს დამატებითი კურსი ესაჭიროება, რომელმაც შესაძლოა, თვენახევარს გასტანოს.

შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვამ 20 დეკემბერს სიმსივნეზე ხელმეორე ოპერაცია გაიკეთა, თუმცა კატალონიური დერბის დროს ის სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ასევე იხილეთ:
ტიტო
ვილანოვა "ბარსელონას" "ესპანიოლთან" მატჩში უხელმძღვანელებს

ტიტო ვილანოვა "ბარსელონას" ნაადრევად დაუბრუნდა
ტიტო ვილანოვა შესაძლოა იანვრის შუა რიცხვებისთვის დაბრუნდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული