8 წლის წინათ ლეო მესი "პსვ ეინდჰოვენში" გადადიოდა

AutoSharing Option
"პსვ ეინდჰოვენის" ყოფილი პრეზიდენტი რობ ვესტერჰოფი ამტკიცებს, რომ 2005 წელს პსვ-ს ლიონელ მესის იჯარით აყვანის უნიკალური შანსი ჰქონდა და ახლოსაც იყო "ოქროს ბურთის" 4-გზის მფლობელის აყვანასთან.

"ეს მოხდა 2005 წლის გაზაფხულზე, როცა კარგი ურთიერთობა მქონდა "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან. ჯ-14-ის მორიგი სხდომა იყო, სადაც ლაპორტა ჩემთან მოვიდა და მესიზე დამელაპარაკა. ის თანახმა იყო, მესი იჯარით დაეთმო ჩვენთვის, რადგან მაშინდელი კანონები ლეოს თამაშში ხელს უშლიდნენ. ჩვენ კლუბში განვიხილეთ ეს წინადადება - ყველა მომხრე იყო, მაგრამ შემდეგ დარეკა ლაპორტამ და მითხრა, რომ
ტექნიკური პერსონალი წინააღმდეგი წავიდა. ჩემი აზრით, ეს ფრენკ რაიკაარდი იყო"
.

ასევე იხილეთ:
ლეო მესის საჩუქარი გერდ მიულერს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული