იკერ კასილიასი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მინდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გოლკიპერი იკერ კასილიასი კლუბიდან წასვლაზე არ ფიქრობს, მიუხედავად გუნდის ძირითადში მის თამაშთან დაკავშირებული პრობლემებისა.

ბოლო დრომდე ესპანეთის ნაკრების მეკარის "სამეფო კლუბში" ადგილი ურყევი ჩანდა, თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობის წახდენის შემდეგ იკერს სათადარიგო სკამზე ჯდომის "სიამოვნების" გაზიარება მოუხდა.

მიუხედავად სირთულეებისა, მეკარე სულით არ ეცემა.

"არ ვიცი, რა გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ. მოურინიოს აქვს კონტრაქტი ისევე, როგორც მე და ვაპირებ, ის ბოლომდე ჩავამთავრო.

ჩვენ ბრწყინვალე და გამორჩეული კლუბი გვაქვს. თავად მადრიდელი ვარ და შესაბამისად, ყველა შესაძლებელი ვარიანტიდან, საუკეთესო გუნდში
ვირიცხები. შესაბამისად, მოხარული ვიქნები, თუ კარიერას აქვე დავასრულებ",
- თქვა კასილიასმა მადრიდის "რეალის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

"მინდა, გულშემატკივრებს იმ თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო, რომელსაც მათგან მუდმივად ვგრძნობ. საერთოდ კი, ჩემი ამპლუის გამო 17 წლიდან ვიმყოფები მიკროსკოპის ქვეშ",
- დასძინა იკერმა.

31 წლის მეკარემ "რეალში", სადებიუტო 1999/2000 წლის სეზონიდან მოყოლებული დღემდე, 600-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XVIII ტურის შეჯამება: განსაკუთრებულიდან თავზეხელაღებულამდე
ლა ლიგა, XVIII ტური: ტიტო ბედს ებრძვის, ჟოზე კი ეთამაშება [VIDEO]
იკერ კასილიასი: მადრიდის "რეალის" ქომაგს შეუძლია, ჩვენით იამაყოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული