პირველ ტაიმში გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა, მეორეში კი სტუმართა მექსიკელმა ლეგიონერმა ანდრეს გუარდადომ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. საპასუხო მატჩი 23 იანვარს, "მესტალიაზე" გაიმართება. მანამდე ეს გუნდები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, უკვე ჩემპიონატის ეგიდით.
მატჩის შემდეგ "რეალის" დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ განაცხადა, რომ არა ვალენსიელთა მეკარე ვისენტე გუაიტა, ყველაფერი პირველ მატჩში გადაწყდებოდაო.
ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "შეიძლება კარგად ითამაშო, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაგეყაროს. დიახ, მსაჯები შეცდნენ, თანაც უხეშად, მაგრამ რას გავაწყობთ ჩვენ?"