ბანეგა ნახევარ რეალს სჯობდა, მაგრამ...
თავიდანვე ვიტყვით, რომ 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბრაზილიელმა მარსელომ ითამაშა.
პირველ ტაიმში "რეალმა" სწრაფი იერიშით გახსნა ანგარიში, რომელიც დანიელ პარეხოს
მექსიკელი ტექნიკურ, შემტევ ნახევარმცველად არის ცნობილი და ბუნებრივია, უჭირს დაცვის ფლანგზე თამაში, სადაც ტრავმირებულ ფრანგ ჟერემი მატიოს ცვლის. 23 იანვარს საპასუხო მატჩი "მესტალიაზე" გაიმართება.
მსაჯის შეცდომები შეცდომებად, მაგრამ ჟონასი ვალდებული იყო (0:1-ზე), გოლი გაეტანა, მაგრამ ახლო მანძილიდან ააცილა.
ვალენსიელთა ნათელი მხარე ევერ ბანეგას დამაჯერებელი თამაში იყო. არგენტინელი "სანტიაგო ბერნაბეუს" გმირის სტატუსით დატოვებდა, მის თანაგუნდელებსაც რომ ეყოჩაღათ.
სხვათა შორის, ბენზემა უფრო პროდუქტიული სათასო შეხვედრებშია, ვიდრე ჩემპიონატში - მან უკვე 29 არალალიგური გოლი გაიტანა "რეალის" მაისურით ესპანეთში. ეს კი კრიშტიანო რონალდოს შედეგს სულ 2 გოლით ჩამორჩება.
მუნისის ამბები
და მაინც, რა დააშავა 42 წლის მუნის ფერნანდესმა? სრულიად გაუგებარ სიტუაციაში გააძევა სტუმართა თავკაცი ერნესტო ვალვერდე.
მეორე გოლისას ისე გამოჩნდა, თითქოს იგუაინს ბურთი ხელზე მოხვდა, სანამ მას გუარდადო უშნოდ წაეპოტინებოდა, მისმა თანაშემწემ შეაჩერა კასილიასთან ერთი-ერთზე გასვლა არასწორად შემჩნეული თამაშგარეთი. "მარკამ" არბიტრი 10-ბალიანი სისტემით 3-იანზე შეაფასა.
მოუ - ყველაზე წარმატებული რეალში
ჟოზე მოურინიოსათვის "ვალენსიასთან" მატჩი განსაკუთრებული იყო - როგორც მთავარმა მწვრთნელმა, მან გუნდი მე-600-ედ გამოიყვანა ოფიციალურ მატჩში. აქედან 149 მატჩი "რეალზე" მოდის, 185 - "ჩელსიზე", 127 - "პორტუზე", 108 - "ინტერზე", 20 - "ლეირიაზე" და 11 - "ბენფიკაზე".
პორტუგალიელს მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი 2000 წლის 23 სექტემბერს ჰქონდა "ბენფიკაში". 12 წელიწადზე მეტი მან 6 კლუბში გაატარა. 600 მატჩში მოურინიოს გამარჯვებების საშუალო პროცენტი 67-ს უდრის. "რეალში" (73%) ყველაზე წარმატებულია, "ლეირიაში" წარუმატებელი (45%).
მატჩის შემდეგ
ემილიო ბუტრაგენიო (რეალი): "შედეგი ჩვენთვის ძალიან კარგია. "ვალენსია" ახლოს იყო გოლთან, მაგრამ დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ორივე მეკარე ბრწყინვალე იყო, იკერიც და გუაიტაც. მეტოქის მეკარის თამაშს სენსაციურსაც ვუწოდებდი. მისი წყალობით ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა. მეტოქეზე რა შეიძლება ვთქვა? როცა შანსებს ქმნი და ხელიდან უშვებ "ბერნაბეუზე", ეს დასჯადია".
აიტორ კარანკა (რეალი): "შედეგი შეიძლებოდა სულ სხვანაირი ყოფილიყო, რადგან ჩვენც და მეტოქესაც 100%-იანი შანსები გვქონდა. ტრავმის შემდეგ ხედირა დიდებულად დაბრუნდა. ერთი სიამოვნებაა მისი თამაშის ყურება - საჭირო ჩართვები შეტევაში, დროული ართმევები... მოკლედ, გერმანელი ბრწყინვალე ფორმაშია".
ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "მსაჯობა, რა თქმა უნდა, ცუდი იყო, მაგრამ ჩვენ ამას ვერაფრით ვუშველით. შეიძლება კარგად ითამაშო, მაგრამ მსაჯობის გამო ყველაფერი წყალში ჩაგეყაროს. თუმცა არ ვიტყოდი, რომ "რეალმა" უკვე გაინაღდა ნახევარფინალი. ჩემი გაძევების მომენტი ხომ შაყირი იყო - ვიქტორ რუისი დაიმტვრა და მისი რაც შეიძლება მალე გამოცვლა მსურდა მხოლოდ".
რეალი-ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 ბენზემა (37), 2:0 გუარდადო (73 ს.კ.)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ესიენი, ალბიოლი, რ. კარვალიო, მარსელო (46. კოენტრაო) - ხედირა, ჩაბი ალონსო - იოზილი, მოდრიჩი (61. დი მარია), რონალდო - ბენზემა (69. იგუაინი).
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟ. პერეირა, რამი, რუისი (73. რ. კოშტა), გუარდადო - პარეხო, ტინო კოსტა (78. გაგო) - პიატი, ბანეგა (83. ვალდესი), ჟონასი - სოლდადო.
გაძევება: ვალვერდე (მწვრთნელი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანეთის თასი. 1/4-ფინალი:"რეალმა" "ვალენსიას" პირველი რაუნდი მოუგო