ეს უდავოდ სეზონის საუკეთესო მატჩი იყო ჟოზე მოურინიოს გუნდის შესრულებით - თამაში, რომელმაც შარშანდელი სეზონი გაგვახსენა, როდესაც "რეალმა" ჰანდიკაპით მოუგო "ბარსელონას" ჩემპიონატი.
ზოგი უფრო შორს მიდის და მიიჩნევს, რომ "ვალენსიასთან" პირველი ტაიმი (ყველა, 5 გოლი მასპინძელთა კარში მაშინ გავიდა) საუკეთესო იყო მოურინიოს ფორმაციის "რეალის" შესრულებით.
კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში რადამელ ფალკაოს დაეწია (18-18 გოლი). ანხელ დი მარიამ დუბლი შეასრულა და
2013 წელი "თეთრებმა" დიდებულად დაიწყეს, 5 მატჩი გამართეს, აქედან 4 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. ოთხი მატჩია, იკერ კასილიასის კარში გოლი არ გასულა.
მატჩის შემდეგ
ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "მეტოქემ ძალიან მაღალი ტემპი შემოგვთავაზა. ჩვენ კი, მგონი, ტაქტიკური შეცდომები დავუშვით. 0:5 საშინელი შედეგია, მაგრამ ჩვენ წაგებაზეც უნდა ვისწავლოთ. იმედი მაქვს, სათასო შეხვედრას რევანშისთვის გამოვიყენებთ.
"რეალი" ესპანეთის ჩემპიონია. გუნდი ფანტასტიკურად თამაშობს კონტრშეტევებზე. პირველი გოლის შემდეგ მეტოქის ყოველი კონტრშეტევა საგოლე საფრთხის შემცველი იყო. რაც შეეხება მსაჯობას, მე ამ საკითხს არ განვიხილავ".
აიტორ კარანკა (რეალი): "ასეთი წაგების შემდეგ "ვალენსია" უფრო საშიშია. ის შეეცდება თავისი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციას სათასო მატჩში. ვფიქრობ, "რეალმა" ის ელემენტები შემოგვთავაზა, რაც გუნდს შარშანდელ სეზონში ახასიათებდა, როცა ესპანეთის ჩემპიონები გავხდით. ჩვენ ზუსტად ეს უნდა შევინარჩუნოთ და რა თქმა უნდა, საკუთარი ძალების რწმენა არ დავკარგოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ვალენსიას" თავკაცი ერნესტო ვალვერდე "რეალს" 0:5-ისთვის შურისძიებას ჰპირდება