"სევილია" და "რეალი" ესპანეთის "სამეფო თასის" ნახევარფინალში გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
23 იანვარს ესპანეთში "სამეფო თასის" ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა:

უნაი ემერი კარგად ეწყობა "სევილიას". მისმა გუნდმა 4:0 მოსრა "სარაგოსა" (ალვარო ნეგრედომ დუბლი შეასრულა) და ნახევარფინალში მეტოქეს ელის. პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა.

"რეალიც" ნახევარფინალშია - ცხრა კაცით (ფაბიო კოენტრაო და ანხელ დი მარია გააძევეს) 1:1 ეთამაშა "მესტალიაზე" "ვალენსიას". "ღამურებს" 0:5-ისთვის შურისძიება არ გამოუვიდათ.

სათასო შეხვედრებში ხშირად ყოჩაღობს ქარიმ ბენზემა და ფრანგს ტრადიცია არც ახლა დაურღვევია. პირველ შეხვედრაში "რეალმა" 2:0 მოიგო.

აი, იკერ კასილიასის საქმე ვერაა კარგად - ის ისევ ანტონიო ადანმა
შეცვალა. ბოლო დროს კაპიტანს სულ თავისიანები ერჩიან: ჟოზე მოურინიოსგან ესტაფეტა ალვარო არბელოამ გადაიბარა, რომელმაც კუთხურისას იკერს ხელი ისე დაუზიანა, რომ მეკარემ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

VideoSportall.Ge
ვალენსია - რეალი 1:1


ასევე იხილეთ:
კოპა დელ რეი: ჟოზე მოურინიოს 600
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული