კასილიასმა და რამოსმა შესაძლოა "რეალი" დატოვონ, თუ მოურინიო ზაფხულში კლუბში დარჩება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალში" კვლავ გრძელდება კონფლიქტი მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის.

"მარკას" ცნობით, 22 იანვარს კლუბის ოფისში იკერ კასილიასი და სერხიო რამოსი ფლორენტინო პერესსა და კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

ფეხბურთელებმა ღიად განუცხადეს ხელმძღვანელობას, რომ ჟოზე მოურინიოს თავკაცობით არ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას.

წყარო იუწყება, რომ თუ მოურინიო ზაფხულშიც გააგრძელებს "რეალში" მუშაობას, ფეხბურთელები კლუბს დატოვებენ. ამ წინადადებაზე, რა თქმა უნდა, პერესს უმალვე პასუხი არ გაუცია.

ასევე, ვრცელდება ცნობა, რომ კასილიასსა და რამოსს მხარს ხაბი ალონსოც უჭერს, რომელიც გუნდში ავტორიტეტით სარგებლობს.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: მორჩა,
"ბარსელონას" ვეღარ დავეწევით!

"რეალში" ჟოზე მოურინიო შეიძლება მიქაელ ლაუდრუპმა შეცვალოს

ჟოზე მოურინიო: სეზონის დასაწყისში "რეალში" რაღაც მოხდა, თუმცა რა მოხდა, არ ვიტყვი [VIDEO]

ჟოზე მოურინიომ მასთან სურათის გადაღების მსურველი ფანი გზიდან წიხლით ჩამოიცილა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული