ჟოზე მოურინიო: "მილანი" კაკასთავის კარგი ვარიანტია, მაგრამ ის "რეალშია"

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც 26 იანვარს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, ნახევარმცველ კაკას "მილანში" გადასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ დღეს შესაძლოა მილანის "ინტერში" დაბრუნდეს.

"რეალში" ნამდვილი კაკა არ გვინახავს. უპირველესად, ჯერ თავად ფეხბურთელი უნდა იყოს ბედნიერი, რომ შემდეგ სხვა გააბედნიეროს.

"მილანი" – ეს კარგი ვარიანტია კაკასთვის, მაგრამ ის "რეალის" მოთამაშეა.

ჩემი კარიერა? წინ კიდევ მაქვს 20 წელიწადი. ამ დროის განმავლობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგალითად, დავბრუნდე "ინტერში",
- აქვეყნებს მოუირინიოს ნათქვამს La Gazzetta dello Sport.

მანამდე "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ კაკას ტრანსფერი ჩაიშალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული