პორტუგალიელმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ დღეს შესაძლოა მილანის "ინტერში" დაბრუნდეს.
"რეალში" ნამდვილი კაკა არ გვინახავს. უპირველესად, ჯერ თავად ფეხბურთელი უნდა იყოს ბედნიერი, რომ შემდეგ სხვა გააბედნიეროს.
"მილანი" – ეს კარგი ვარიანტია კაკასთვის, მაგრამ ის "რეალის" მოთამაშეა.
ჩემი კარიერა? წინ კიდევ მაქვს 20 წელიწადი. ამ დროის განმავლობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგალითად, დავბრუნდე "ინტერში", - აქვეყნებს მოუირინიოს ნათქვამს La Gazzetta dello Sport.