"გრანადას" ხელმძღვანელობამ 0:3 მარცხი "სევილიასთან" აღარ აპატია 55 წლის სპეციალისტს და კარზე მიუთითა.
"გრანადას" ახალი მწვრთნელი 46 წლის ლუკას ალკარასია, რომელსაც სამწვრთნელო დებიუტი 1995 წელს, 29 წლის ასაკში სწორედ "გრანადაში" ჰქონდა.
ალკარასი 28 იანვრამდე სალონიკის "არისს" წვრთნიდა, საიდანაც "პერსონალური მიზეზით" წავიდა. მეორე დღესვე გაირკვა, რაში იყო საქმე.
"გრანადა" 21 ტურის შემდეგ მე-17 ადგილზეა ლა ლიგაში.
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა 2012/13. გუნდების განაცხადები