ლა ლიგის მეხუთე მსხვერპლი

AutoSharing Option
"გრანადას" თავკაცი ხუან ანტონიო ანკელა მეხუთე მწვრთნელია, რომელიც ლა ლიგის ამ სეზონში მოხსნეს.

"გრანადას" ხელმძღვანელობამ 0:3 მარცხი "სევილიასთან" აღარ აპატია 55 წლის სპეციალისტს და კარზე მიუთითა.

"გრანადას" ახალი მწვრთნელი 46 წლის ლუკას ალკარასია, რომელსაც სამწვრთნელო დებიუტი 1995 წელს, 29 წლის ასაკში სწორედ "გრანადაში" ჰქონდა.

ალკარასი 28 იანვრამდე სალონიკის "არისს" წვრთნიდა, საიდანაც "პერსონალური მიზეზით" წავიდა. მეორე დღესვე გაირკვა, რაში იყო საქმე.

"გრანადა" 21 ტურის შემდეგ მე-17 ადგილზეა ლა ლიგაში.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა 2012/13. გუნდების განაცხადები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული