ლა ლიგა. XXII ტური: კრიშტიანო რონალდოს კარი აერია [VIDEO]

AutoSharing Option
5 თებერვალს კრიშტიანო რონალდო 28 წლის ხდება. მას 350-მდე გოლი აქვს კარიერაში გატანილი და პირველად მოხდა, რომ პორტუგალიელმა საკუთარი კარი დალაშქრა.

"რეალმა" კი წააგო თამაშში, რომელშიც მის მეტოქეს კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამს!

ტურის ცენტრალურ მატჩში "ვალენსიამ" 2 ქულა დააკარგვინა "ბარსელონას", მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამით საჩემპიონო ინტრიგა გამოაცოცხლა.

ლეო მესიმ
ზედიზედ მე-12 ტურში გაიტანა. ლა ლიგაში მის ანგარიშზე უკვე 299 გოლია...

როცა ორი ნაკერი ცოტაა
პარასკევს "ვალიადოლიდმა" და "ბილბაომ", ამინდის მიუხედავად, კარგი მატჩი შემოგვთავაზეს, რომელშიც გამარჯვებული ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა
გამოსულიყო. საბოლოოდ კი "ვალიადოლიდმა" 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ფრეს დასჯერდა.

ოთხ გოლში ოსკარ დე მარკოსისას გამოვყოფთ, ბასკთა უნივერსალმა ბურთის დაუმუშავებლად გადაგზავნა ის მასპინძელთა კარში.

მატჩისას ერთი ინციდენტი მოხდა - საჰაერო ორთაბრძოლისას არიც ადურისმა იდაყვი ჩაარტყა მარკ ვალიენტეს. "ვალიადოლიდის" მცველი შესაცვლელი გახდა, ხოლო ბასკთა ფორვარდი გაძევებას ყვითელი ბარათით გადაურჩა.

მიროსლავ ჯუკიჩი (ვალიადოლიდი): "რად უნდა ლაპარაკი - ადურისი გასაძევებელი იყო. მეოთხე მსაჯმა მითხრა, გაძევება ტრავმის სიმძიმეზეა დამოკიდებულიო. ეტყობა, ორი ნაკერი ეცოტავათ".

მარსელო ბიელსა (ბილბაო): "მეტოქემ გაგვაკვირვა, თუმცა მეორე ტაიმში მხოლოდ მოგებაზე ვითამაშეთ და შეგვეძლო კიდევაც მოგება".


დეპორის გასაჭირი
მოიგო გუნდმა, რომლის მეკარეც უკვე მე-10 წუთზე გააძევეს და პენალტიც დანიშნეს - მიგელ მოია რიკის ეუხეშა და პორტუგალიელმა პიციმ "დეპორტივო" დააწინაურა. თუმცა საბოლოოდ "დეპორი" 1:3 დამარცხდა და ბოლო ადგილზე დარჩა.

პირველ ტაიმში დიეგო კასტრომ პენალტითვე გაათანაბრა. მეორეში კი, როცა გუნდები რიცხობრივად გათანაბრდნენ (სტუმრებს კოლუმბიელი აბელ აგილარი გაუძევეს), ალვარო ვასკესმა და ადრიან კოლუნგამ ორი ლამაზი გოლი გაიტანეს.

ლუის გარსია (ხეტაფე): "ბარადამ ლიდერობა იტვირთა. გაამართლა მეკარე კოდინამაც. უბრალოდ, ვერ გამიგია, როგორ ვერ გავიტანეთ მე-4 გოლიც".

დომინგუშ პასიენსია (დეპორტივო): "თითქოს ყველაფერს ვაკონტროლებდით, მაგრამ შემდეგ თამაში შეიცვალა და ამაში ჩვენ ვართ დამნაშავენი".

კურიოზების კასკადი
"კორნელია ელ პრატზე" ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა "ესპანიოლმა". ანგარიშის გახსნა სტუმრებს შეეძლოთ, მაგრამ ობაფემი მარტინსის ცარიელ კარში გაშვებული ბურთი სასწაულებრივ მოიგერია მცველმა მორენომ. მე-40 წუთზე კურიოზული ავტოგოლი ვიხილეთ ვისენტე იბორას შესრულებით.

ყველაზე ნაკლებად იბორაა დამნაშავე, რადგან უხეირო თავურის ავტორი მისი თანაგუნდელი დავიდ ნავაროა, მან ბურთი ზურგში გაარტყა იბორას.

რუბენ გარსიას გოლიც საკმაოდ კურიოზულ სიტუაციაში გავიდა, კოლოტოს ბავშვური შეცდომის შემდეგ.

გადამწყვეტი უპირატესობა "ესპანიოლმა" ისევ ნიღბით მოთამაშე კრისტიან სტუანისა და სერხიო გარსიას კარგი თამაშის წყალობით მოიპოვა. ჯერ გარსიას პასით გაიტანა ურუგვაელმა, შემდეგ სტუანის პასით - ესპანელმა. ბოლოს მარტინსმა თავისი გოლი მაინც გაიტანა, მაგრამ "ლევანტე" მარცხისგან ვერ იხსნა.

ხავიერ აგირე (ესპანიოლი): "ბოლოს ძალიან გავრისკეთ და სავსებით შესაძლებელი იყო, მატჩი ფრედ დასრულებულიყო. გადავრჩით".

ხუან იგნასიო მარტინესი (ლევანტე): "მეტოქის მე-2 და მე-3 გოლები ძალიან მნიშვნელოვან დროს გავიდა. ძალიან ცუდია. 2 გოლი სტუმრად გავიტანეთ, ერთი ამდენი საგოლე მომენტიც გვქონდა და შინ 0-ით მივდივართ".


სელტას ყველაზე ცუდი თამაში
"ოსასუნამ" არგენტინელი ემილიო არმენტეროსის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო, რომელიც "სელტას" კართან კუთხურს მოჰყვა.

ამით ნავარელებმა გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს, გალისიელებს ადგილი გაუცვალეს.

ხოსე ლუის მენდილიბარი (ოსასუნა): "ახლა იმის მეშინია, არ მოვეშვათ და ტემპი არ დავკარგოთ".

პაკო ერერა (სელტა): "ასე ცუდად ჩემს გუნდს არასოდეს უთამაშია".


რამ დაღალათ?
აბა, ჟოზე მოურინიომ რაღა თქვას?! "რეალის" ასეთი ცუდი თამაში ამ სეზონში არ გვახსენდება - "სამეფო კლუბი" ლა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ კლუბთან დამარცხდა.

სტუმართათვის კატასტროფა 22-ე წუთზე მოხდა, როცა "გრანადა" კუთხურს ასრულებდა - კრიშტიანო რონალდომ მასპინძელთა მცველ დიეგო მაინსს დაასწრო და თავით აუღებელი დაურტყა საკუთარ მეკარე დიეგო ლოპესს.

VideoSportall.Ge
გრანადა - რეალი 1:0


"რეალი" საშინლად გამოიყურებოდა, ფეხბურთელების მოქმედება წინასწარ იოლად გამოსაცნობი და ძალდატანებითი იყო, გუნდს ძალიან აკლდა მესუთ იოზილი.

აი, ასეთი გამოდგა "გრანადას" მწვრთნელის, ლუკას ალკარასის დებიუტი.

ძალიან კარგად ითამაშა "ბენფიკადან" ანდალუსიაში გადასულმა ნოლიტომ. "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელის კუთხურს მოჰყვა სწორედ ერთადერთი გოლი "რეალის" კარში.

ლუკას ალკარასი (გრანადა): "ერთადერთი, რაც ამ კვირის განმავლობაში ბიჭებს ვუჩიჩინებდი, იყო ფრაზა, რომ მათ მოგება შეეძლოთ და მათ ეს შეძლეს".

ჟოზე მოურინიო (რეალი): "როცა კარგად ვთამაშობთ და ვიგებთ, ინდივიდების დამსახურებაა, როცა არა - მწვრთნელის? ფეხბურთელების ნაწილი გადაღლილი იყო. რატომ? გაუგებარია - უმთავრესად, ეს იმ ფეხბურთელებს ეხებათ, რომლებიც თასზე ან სკამზე ისხდნენ, ან - ტრიბუნებზე. შედეგი ძალიან მაფიქრებს და თან პირველად მოხდა, რომ გუნდი საშინლად თამაშობდა".

სასიამოვნო შეგრძნება
"სარაგოსამ" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ "მალაგას" ქულები დააკარგვინა, თუმცა მეტიც შეეძლო. ანგარიში სტუმრებმა მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ გახსნეს, გოლი პორტუგალიელმა ელდერ პოშტიგამ გაიტანა.

"მალაგამ" პენალტით უპასუხა, რომელიც არაგონელთა კაპიტნის, პარედესის უხეშობას მოჰყვა. ესპანეთის ნაკრებში გამოძახებულმა ისკომ გაათანაბრა. მატჩის ბოლოს სტუმართა ნახევარმცველი ხოსე მარი გააძევეს, რომელიც მანამდე ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

მანოლო ხიმენესი (სარაგოსა): "მალაგასთან" სტუმრად, შეიძლება ითქვას, 2 ქულა დავკარგეთ. სადღაც, ეს სასიამოვნო შეგრძნებაცაა".

ემერის გუნდის მორიგი გამარჯვება
"სევილიას" ალვარო ნეგრედომ მოაგებინა, რომელმაც მეორე ტაიმში დასწრებაზე ითამაშა და ანგარიში 2:1 გახადა. თამაშის მიწურულს ივან რაკიტიჩმა, რომელმაც გოლით გამოიჩინა თავი, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

სავსებით შესაძლებელია, ეს ხორვატის ბოლო მატჩიც იყო "სევილიაში". ის, ალბათ, რუსეთში გადავა, სადაც სატრანსფერო ფანჯარა 24 თებერვლამდე ღიაა.

ძალიან კარგად ითამაშა მცველმა კოკემ, რომელიც "რაიო ვალეკანოს" ყოფილი ფეხბურთელია.

ტურის მშვენება
კვირას "მესტალიაზე" "ვალენსიამ" და "ბარსელონამ" ლა ლიგის სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშეს.

"ღამურებმა" ტოლი არაფერში დაუდეს ერთპიროვნულ ლიდერს, მომენტებში სჯობდნენ კიდევაც და ვიქტორ ვალდესის დამსახურებაა, რომ კატალონიელებმა სეზონში მეორე მარცხი არ განიცადეს - მან 3-ჯერ იხსნა სტუმართა კარი.

ანგარიში ჟერარდ პიკეს შეცდომის შემდეგ ევერ ბანეგამ გახსნა, რომელიც ორიოდე დღის წინათ ვარჯიშზე ნასვამი მივიდა, მაგრამ სანქციას გადაურჩა.

პედროს წაქცევისთვის დანიშნული პენალტით ლეო მესიმ სეზონში 34-ე გოლი გაიტანა - 1:1. მეორე ტაიმში თუკი სტუმართა გოლკიპერი ყოჩაღობდა, საპირისპირო კართან მეტად უზუსტოდ ურტყამდა ხელსაყრელი სიტუაციიდან ყოფილი ვალენსიელი დავიდ ვილია.

VideoSportall.Ge
ვალენსია - ბარსელონა 1:1


ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტური
ვალიადოლიდი-ბილბაო 2:2
გოლები: 1:0 გერა (7), 2:0 ბუენო (15), 2:1 დე მარკოსი (22), 2:2 სუსაეტა (50)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, სერენო, ვალიენტე (37. რუედა), პენია - რუბიო, სასტრე - ლარსონი (68. ომარი), ოსკარი, ბუენო - გერა (84. მანუჩო).
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, ლაპორტე, აურტენეჩე - სან ხოსე, ანდერი - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი (45. ი. გომესი) - ადურისი.
გაფრთხილება: პენია - ადურისი, სუსაეტა
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 10-18 (3-9); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 16 000

ხეტაფე-დეპორტივო 3:1
გოლები: 0:1 პიცი (11-პენ), 1:1 დ. კასტრო (25-პენ), 2:1 ა. ვასკესი (81), 3:1 კოლუნგა (83)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა (68. ფ. ფერნანდესი), ალექსისი, რაფა, ესკუდერო - ბორხა (76. ა. ვასკესი), ხ. ტორესი - დ. კასტრო, ბარადა, გავილანი (11. კოდინა) - კოლუნგა.
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, კაკა, ზე კაშტრო, ევალდო - ბერგანტინიოსი (58. ვალერონი), აგილარი - გამა (72. ანდრე სანტოსი), ხ. ვასკესი (46. კამუნიასი), პიცი - რიკი.
გაფრთხილება: ბარადა, ბორხა, კასტრო - აგილარი, ევალდო, ვასკესი, ბერგანტინიოსი, კამუნიასი, ანდრე სანტოსი
გაძევება: მოია (10), აგილარი (70)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12-13 (4-3); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 8 000

ესპანიოლი-ლევანტე 3:2
გოლები: 1:0 იბორა (40 ს.კ.), 1:1 რუბენ გარსია (47), 2:1 სტუანი (67), 3:1 ს. გარსია (69), 3:2 მარტინსი (87)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - მატიონი, კოლოტო, მორენო, კაპდევილა - ფორლინი, ბაენა (72. ტეხერა) - ლონგო (46. სტუანი), ვერდიუ, სიმაო (74. პეტროვი) - ს. გარსია.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, როდასი, დ. ნავარო, ხუანფრანი - დიოპი (67. მიჩელი), იბორა - ელ-ჟარი (72. რიოსი), ბარკერო, რუბენ გარსია (72. ვალდო) - მარტინსი.
გაფრთხილება: ბაენა - დიოპი, როდასი
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-12 (5-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 22 000

ოსასუნა-სელტა 1:0
გოლი: 1:0 არმენტეროსი (55)
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - დამია, რუბენი, ფლანიო, ნანო - ოიერი, ლოლო (88. ლო) - სეხუდო (68. ფ. სილვა), ნინო, არმენტეროსი - კიკე სოლა (65. ხ. ლორენტე).
სელტა (4-2-3-1): ვარასი - ხონი, დემიდოვი, ტუნიესი, ლაგო - კაბრალი (60. ტონიო), ოუბინია - პრანიჩი, ბერმეხო (74. ა. ლოპესი), დე ლუკასი (60. პარკი) - ასპასი.
გაფრთხილება: რუბენი, დამია - ლაგო, ბერმეხო, ტონიო
კუთხური: 12-9; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 17-12 (4-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 15 000

გრანადა-რეალი 1:0
გოლი: 1:0 რონალდო (22 ს.კ.)
გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ნიომი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკეირა - რესიო, მ. რიკო - ტორჟე (87. ორტისი), არანდა (74. ბუონანოტე), ნოლიტო (90. ირინეი) - იგჰალო.
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - არბელოა, ვარანი, ს. რამოსი, ფ. კოენტრაო (64. მარსელო) - ხედირა (46. კალეხონი), ჩაბი ალონსო - დი მარია, მოდრიჩი, რონალდო - იგუაინი (46. ბენზემა).
გაფრთხილება: ლოპესი, იგჰალო - ალონსო, მოდრიჩი, მარსელო
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 19-7; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 4-17 (0-4); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 16 000

მალაგა-სარაგოსა 1:1
გოლები: 0:1 პოშტიგა (13), 1:1 ისკო (22-პენ)
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, ლუგანო, ველიგტონი, ელიზეუ (22. ს. სანჩესი) - ტულალანი, ნაჩო კამაჩო - პორტილიო, ხოაკინი (59. სავიოლა), ისკო - სანტა კრუსი (68. ბაპტიშტა).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ხ. ფერნანდესი, ალვარო, პარედესი, აბრაამი - მოვილია (64. როდრი), ხოსე მარი - ვ. როდრიგესი (73. როჩინა), აპონიო, მონტანიესი - პოშტიგა (93. პინტერი).
გაფრთხილება: პორტილიო, ველიგტონი, ტულალანი, ბაპტიშტა - პარედესი, აბრაამი, ხოსე მარი, როდრი
გაძევება: ხოსე მარი (92)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 7-15 (3-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 25 000

სევილია-ვალეკანო 2:1
გოლები: 1:0 რაკიტიჩი (45), 1:1 ა. დომინგესი (51), 2:1 ნეგრედო (54)
სევილია (4-2-3-1): ბეტო - სისინიო (43. კოკე), ფასიო, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მედელი, კონდობია (73. მადურო) - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, რეიესი (69. დელ მორალი) - ნეგრედო.
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, ამატი, კასადო - ტრაშორასი (87, ადრიანი), ფუეგო - ლ. ბანგურა, ა. დომინგესი, ხოსე კარლოსი (77. ფ. ვასკესი) - დელიბაშიჩი (60. ლეო კარილიო).
გაფრთხილება: ნავარო, ფასიო, სპაჰიჩი, რაკიტიჩი - კარლოსი, გალვესი, ტიტო, ბანგურა
გაძევება: რაკიტიჩი (92)
კუთხური: 12-4; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 16-10 (5-4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 38 000

ვალენსია-ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 ბანეგა (33), 1:1 მესი (39-პენ)
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟ. პერეირა, რამი, რ. კოშტა, სისოკო - ტინო კოსტა, რუისი - ბერნატი (69. პიატი), ბანეგა (63. კანალესი), გუარდადო (85. ჟონასი) - სოლდადო.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო (54. პუიოლი), ალბა - ჩავი (90. ტ. ალკანტარა), ბუსკეტსი, ფაბრეგასი (71. ვილია) - პედრო, მესი, ინიესტა.
გაფრთხილება: სისოკო, სოლდადო, გუარდადო - მასკერანო
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 17-10 (5-2); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 48 000

ატლეტიკო-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 დ. კოშტა (62)
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სისმა - მ. სუარესი, გაბი - ადრიან ლოპესი (55. დ. კოშტა), კოკე, არდა თურანი (64. კ. როდრიგესი) - ფალკაო (79. რაულ გარსია).
ბეტისი (4-3-3): ადრიანი - ჩიკა, ამაია, პერკისი, ნაჩო - ბენიატი (62. პოსუელო), რ. პერესი, კანიასი - რ. კასტრო, პაბონი (62. მოლინა), კემპბელი (80. მოლინსი).
გაფრთხილება: კოშტა, მირანდა, სისმა - ჩიკა, პერკისი, კანიასი, ნაჩო
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 10-4 (4-2); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 50 000

სოსიედადი-მალიორკა 3:0
გოლები: 1:0 გ. კასტრო (55), 2:0 ველა (70), 3:0 იფრანი (88)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ელუსტონდო, ი. მარტინესი, ანხელი (75. ესტრადა) - ილარამენდი, პარდო - გრიზმანი, ჩაბი პრიეტო, გ. კასტრო (81. იფრანი) - ველა (75. აგირეჩე).
მალიორკა (4-4-2): კალატაიუდი - ჰატონი, ჟერომელი, ნუნიეში, ლუნა - ნსუე (59. ა. ლოპესი), ტისონე (76. ალფარო), მარკესი, დოს სანტოსი - ჰემედი (33. მარტი), ვიქტორი.
გაფრთხილება: ანხელი, იფრანი - ჰემედი, მარკესი, ლოპესი
გაძევება: ხ. მარკესი (29)
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18-4 (11-4); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 19 000

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 34 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 18 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 12 - რუბენ კასტრო (ბეტისი), არიც ადურისი (ბილბაო).

მომდევნო ტური
9 თებერვალი
მალიორკა-ოსასუნა, სელტა-ვალენსია, ლევანტე-მალაგა, რეალი-სევილია, დეპორტივო-გრანადა.

10 თებერვალი
ბარსელონა-ხეტაფე, სარაგოსა-რეალ სოსიედადი, ბილბაო-ესპანიოლი, რაიო ვალეკანო-ატლეტიკო.

11 თებერვალი
ბეტისი-ვალიადოლიდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXII ტურის წინ: "ბარსას" კონკურენტთა უკანასკნელი შანსი...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული