კრიშტიანო რონალდოს სამშობლოში ფანმა "მესი, მესი" უძახა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს, რომელიც სამშობლოში ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ჩავიდა, უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა - ერთმა განაწყენებულმა ფანმა ლამის ვარჯიში ჩაშალა "მესი, მესის" ძახილით.

არ იკითხავთ, რა იყო მავანი ფანის განაწყენების მიზეზი? - "რეალის" 28 წლის ფორვარდმა (სხვათა შორის, ეს ინციდენტი რონალდოს დაბადების დღეს მოხდა) მას ავტოგრაფი არ მისცა!

პორტუგალიელი ჟურნალისტების თქმით, კრიშტიანო ძალიან გაღიზიანდა, სამშობლოშიც რომ ასე მიმართეს (ამ ფორმით აღიზიანებენ ხოლმე "რეალის" მეტოქე გუნდების ფანები ესპანეთში), თუმცა შემდეგ რეპორტიორებთან დალაგებულად ილაპარაკა:

"ასეთ სიტუაციაში თითქმის ყველგან ვხვდები ხოლმე. ამიტომ მზად უნდა ვიყო.
სიმართლე გითხრათ, ჩემი მოწინააღმდეგეების გამონათქვამებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ"
.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXII ტური: კრიშტიანო რონალდოს კარი აერია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაიმე! აწი რა გვეშველება! ეს რა უბედურება დავტყდომია თავს
Toko
02:25 06-02-2013
0
რონალდო პეტუხია
temuri
20:13 05-02-2013
0

სიახლეები პოპულარული